1. იაპონიაში სტუდენტებს გამოცდის დღეს აუცილებლად მიაქვთ თან შოკოლადი და საპასოხოდ გამოსვლისას დებენ მას ლექტორის მაგიდაზე. იაპონიაში თვლიან, რომ შოკოლადი წარმატების მომტანია.
2. სიტყვა „სტუდენტი“ (“studio”) ჩვენთვის ჩვეული გაგებით პირველად გამოიყენა რომაელმა პოეტმა ოვიდიუსმა, როდესაც ახალი ცოდნის დასაუფლებლად ჩავიდა ათენში. სიტყვასიტყვით ლათინურიდან ეს ტერმინი იტარგმნება როგორც ადამიანი, რომელიც გულდასმით მუშაობს და მეცადინეობს.
3. ქალაქ ნანტის ერთ-ერთ უნივერსიტეტში იმისათვის, რომ სტუდენტებს არ ეძინოთ მერხებზე არის სპეციალური „ძილის ოთახი“. ნებისმიერს ვინც დაიღალა, შეუძლია იქ დაისვენოს 🙂
4. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ აბიტურიენტებს ვუწოდებთ მათ, ვინც გეგმავს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას. მაგრამ სინამდვილეში ეს სიტყვა ითარგმნება როგორც „წასვლა“ და აღნიშნავს კურსდამთავრებულს. ბევრ ქვეყანაში ამ სიტყვამ შეინარჩუნა სწორი მნიშვნელობა.
5. მრავალ უცხოურ სასწავლებელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს უცნაური ,,ყვირილის“ ტრადიცია. სტუდენტს შეუძლია გავიდეს ქუჩაში და ტყიურივით იყვიროს 5-დან 10 წუთამდე. ეს ეხმარება სტუდენტებს მოიხსნან დაძაბულობა სესიების დროს.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]
6. შაულაის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის სტუდენტებს ალბათ იმდენად არ უნდოდათ სწავლა, რომ 16 საათის განმავლობაში შექმნეს 600 მეტრიანი ე.წ. „შპარგალკა“.
7. ფილმი „ბრწყინვალე გონების“ მთავარი გმირის პროტოტიპმა, მათემატიკოსმა ჯონ ნეშმა მიიღო უნივერსიტეტიდან ყველაზე მოკლე სარეკომენდაციო წერილი. მისმა ლექტორმა დაწერა მხოლოდ ერთი წინადადება: „ეს ადამიანი- გენიოსია“
8. პრისტონის უნივერსიტეტში ჩაბარებისას აბიტურიენტები ეცნობიან ე.წ. „ღირსების კოდექსს“. მისაღები გამოცდების წინ მომავალი სტუდენტები დებენ ფიცს ზეპირად ან წერილობითი ფორმით, რომ არ ეცდებიან გადაწერას და თავადაც აღკვეთენ ამგვარ ფაქტს, თუ შეამჩნიეს რომ ვინმე ცდილობს გადაწერას.
9. იცოდა კი ერნე რუბიკმა, რომ თავისი „კუბუკის“ წყალობით გაითქვამს სახელს მსოფლიოს მასშტაბით. ალბათ არა, რადგანაც ნამდვილად ვერ იფიქრებდა, რომ არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტების სასწავლო „მოწყობილობა“ დაიპყრობდა მილიონობით ადამიანის გულსა და გონებას.
10. რამოდენიმე ყველაზე პოპულარული საგამოცდო ცრურწმენა: არ უნდა შეიჭრა თმა, არ უნდა იბანაო გამოცდის წინ, თხოვო ვინმეს რომ გეჩხუბოს, ჩადო ფეხსაცმელში რკინის ფული.