ნიუ-იორკში დაამონტაჟეს ყველაზე დიდი ვიდეოეკრანი მსოფლიოში

მხიარული ინფო

ნიუ-იორკის ლეგენდარულ ტაიმ-სქვერის მოედანზე 19 ნოემბერს გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე ძვირი  და დიდი ზომის ვიდეოეკრანი. ასობით ტურისტმა გადაიღო ფოტო, თუ როგორ გამოჩნდა ეკრანზე პირველი გამოსახულებები.

ამ უზარმაზარი სარეკლამო ადგილის გაქირავებაზე იმუშავებს კომპანია Clear Channel Spectacolor. გიგანტური ეკრანის გაფართოება შეადგენს 24 მილიონ პიქსელს, ამიტომ გამოსახულება მასზე უბრალოდ წარმოუდგენელი ხარისხისაა. არსად მსოფლიოში არ არსებობს ასეთი მაღალი გაფართოების და ზომების მქონე ტელევიზორი.

image12

გიგანტური სარეკლამო ეკრანის ფართობი შეადგენს 2300 კვ. მ, მისი სიდიდე თითქმის უტოლდება ამერიკული ფეხბურთის სათამაშო მოედანს. ის მიმაგრებულია სასტუმროს გარე ფასადზე და ფარავს შენობის 8 სართულს, ხოლო მისი სიგრძე 100 მეტრზე მეტია.

New Eight-Story Tall Digital Billboard Leased By Google In New York City's Times Square

ვიდეოეკრანი ტაიმს-სქვერზე

New Eight-Story Tall Digital Billboard Leased By Google In New York City's Times Square

 ვიდეოეკრანი ტაიმს-სქვერზე

image14
პირველი კომპანია, რომელმაც იქირავა გიგანტური ვიდეო ეკრანი გახდა ამერიკული ინტერნეტ-გიგანტი Google. მისი რეკლამა გავა იანვრის ბოლომდე. რა თანხა დაუჯდება კომპანიას ეს საახალწლო სიამოვნება ჯერჯერობით უცნობია 🙂  გაზეთ New York Times-ის ვარაუდით 4 კვირიან ჩვენებაში კომპანიას მოუწია 2,5 მილიონი დოლარის გადახდა.

ვიდეოეკრანი განთავსებულია ძალიან მომგებიან ადგილზე: ყოველ დილით ტაიმს-სქვერის მოედანზე გადის ასი ათასობით ფეხით მოსიარულე ადამიანი და ჩაივლის ასი ათასზე მეტი ავტომანქანა

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები