მსოფლიოში ყველაზე მაღალი „ამერიკული მთების“ მშენებლობა ჯერჯერობით არ დასრულებულა. მაგრამ მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს უკვე შეუძლიათ მათზე დაშვება, მართალია მხოლოდ ვირტუალურად 🙂
ქსელში გამოჩნდა პროექტის Skyscrape პირველი სადემონსტრაციო ვიდეორგოლი, რომელიც ნამდვილად შეგიქმნით წარმოდგენას მომავალი ატრაქციონის გრანდიოზულობაზე. 2017 წელს ის უკვე დაამშვენებს ამერიკულ ქალაქ ორლანდოს (შტატი ფლორიდა)
ვიდეო გამოაქვეყნა გასართობი კომპლექსის Skyplex-ის შემქმნელმა, კომპანია Wallack Holdings-მა. 4 წუთიან რგოლში ნაჩვენებია, თუ როგორ ადის „მატარებელი“ 163 მეტრის სიმაღლის კოშკზე, შემდეგ კი 105 კმ/სთ სიჩქარით, ტრიალით ეშვება ქვემოთ. მთელი მოგზაურობა გრძელდება დაახლოებით 3 წუთი.
სხვა ატრაქციონები, რომლებიც აგრეთვე იქნება განთავსებული ფლორიდის გასართობ კომპლექსში, იქნება 130 მეტრიანი სათვალთავალო ბორბალი სახელად Orlando Eye და გადმოსახედი მოედანი ქალაქზე ულამაზესი ხედით, სადაც მნახველები ავლენ სპეციალური შუშის ლიფტებით.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]<P
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის ყველაზე მაღალ „ამერიკული მთებად„ ითვლება Kingda Ka, რომელიც მდებარეობს ატრაქციონების პარკში Six Flags (ნიუ-ჯერსის შტატი). მისი სიმაღლე აღწევს 139 მეტრს.