სარეკომენდაციო წერილი– ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელსაც თქვენ აგზავნით უცხოურ სასწავლებელში. ის, თუ როგორ გახასიათებენ სხვა ადამიანები, ეხმარება მიმღებ კომიასიას უკეთ გაიგოს, თუ როგორი ადამიანი, მოსწავლე და მუშაკი ხართ. როგორც წესი უნივერსიტეტები ითხოვენ 2-3 სარეკომენდაციო წერილს. სარეკომენდაციო წერილი შესაძლებელია წარადგინოს თქვენმა ლექტორმა, კათედრის გამგემ ან სამეცნიერო ხელმძღვანელმა, თუ თქვენ გაგაჩნიათ რელევანტური სამუშაო გამოცდილება – თქვენმა დამქირავებელმა.
თუ, თქვენს მიერ შერჩეული რეკომენდატორი ამ ტიპის სარეკომენდაციო წერილს წერს პირველად, მაშინ უმჯობესია თავად დაწეროთ ის (რა თქმა უნდა წინასწარ აუცილებლად შეისწავლეთ წერილის დაწერის წესები) და შემდეგ წერილის ტექსტი შეათანხმოთ რეკომენდატორთან.
სარეკომენდაციო წერილის დაწერის წესები საკმაოდ მარტივია. წერილში აუცილებელია ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ ასპექტებზე:
– თქვენი და რეკომედატორის ნაცნობობის და ერთობლივი მოღვაწეობის ხანგრძლიობა (ყოველთვის შეარჩიეთ ის ვინც უფრო დიდი ხანია გიცნობთ. უმჯობესია ეს იყოს თქვენი ლექტორი, რომელიც 4-5 წლის მანძილზე გასწავლიდათ , ვიდრე კათედრის გამგე, რომელთანაც თქვენ პრაქტიკულად არ ქონდათ შეხება.)
– აკადემიური მოსწრება და პროფესიონალური პოტენციალი (აუცილებელია ახსენოთ თქვენი მიღწევები და შესაძლებლობები. რაც უფრო დაწვრილებით მით უკეთესია)
– თქვენი ინდივიდუალურობა ( აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, თუ როგორო ადამიანი ხართ რეკომენდატორის აზრით)
სარეკომენდაციო წერილში, ისევე როგორც სამოტივაციოში, აუცილებელია წარმოჩინდეს რეკომენდატორის სუბიექტური დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ამიტომ ნუ გააკეთებთ წერილში თქვენი საშუალო ქულის და საგამოცდო შედეგების დუბლირებას, რაც მიმღებმა კომისიამ შესაძლებელია ნახოს სხვა დოკუმენტებში. არ დაგავიწყდეთ რეკომენდაციის პოზიტიურ ტონზე. არ ღირს გადამეტებული ქება, მაგრამ საკუთარი ნაკლოვანებების დემონსტირებაც ნამდვილად არ ღირს.
თუ თქვენ ყველა რეკომენდაციას აიღებთ მხოლოდ უნივერსიტეტიდან ან ინსტიტუტიდან , რომელშიც სწავლობდით, შეეცადეთ რომ თქვენმა რეკომენდატორებმა წარმოგაჩინონ სხვადასხვა მხრიდან. მაგალითად, სამეცნიერო ხელმძღვანელმა, რომლიც გასწავლით რიგ საგნებს, შესაძლებელია აღწეროს თქვენი მუშაობა სასემინარო მეცადინეობებზე, მომზადების პერიოდზე და გამოცდების ჩაბარებაზე და სხვა. მისასალმებელია თუ თქვენი რეკომენდატორი ცნობილია სამეცნიერო წრეებში, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად გიცნობდეთ თქვენ და შეეძლოს დაგახასიათოთ რაც შეიძლება კარგად და მკაფიოდ 🙂
გისურვებთ წარმატებებს!