LWood Eyeglasses – ხის სათვალეები ლევან ლაშქარაშვილისგან!

სტუდენტური შემოქმედება

glasses_man

ადამიანი ბუნების რესურსებს მაქსიმალურად იყენებს, ნებსით თუ უნებლიედ, გაცნობიერებულად თუ არა ცნობიერად, სიკეთისთვის თუ ბოროტებისთვის…

ხე – გამოყოფს ჟანგბადს; მის ნაყოფს აქვს კვებითი და სამკურნალოო დანიშნულება; მისგან აკეთებენ ავეჯსა და ჭურჭელს; მერქნისგან ამზადებენ ქაღალდს;

მაგრამ ხესაც ბოლო დრო ძალადობრივი დანიშნულება მიუჩინეს,  ხელ-კეტებისა და ტაბურეტების სახით…

ლევან ლაშქარაშვილი –   21 წლის,  სამხატვრო აკადემიის სტუდენტი

საერთო თვისება ხესა და ლევანს შორის ორივე ქმედითუნარიანია, რათა ადამიანთათვის აკეთონ სიკეთე და მეტი ესთეტიზმი 🙂

ლევანი სწავლობს ინტერიერის დიზაინის მე-3 კურსზე …

ხატავს – გრაფიკაში, უსმენს თითქმის ყველაფერს (ძიების პროცესშია 🙂  უყვარს ზაფხული, მზე, ბუნება, მზეში კომფორტი ანუ მჩატე სათვალე…

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 -დავიწყოთ თავიდან ბავშვობაში რა საქმიანობით იყავი გატაცებული?

– ბავშვობაში ვაკეთებდი ნავებს, მათ ხისგან ვთლიდი, შემდეგ უკვე უფროს კლასებში კი სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაც გადავწყვიტე.

ლევანი სამხატვრო აკადემიაში ჯერ ავეჯის დიზანზე სწავლობდა, ახლა კი ინტერიერის დიზაინს ეუფლება. ამ პერიოდში დაიწყო ლევანმა ხისგან ნივთების, კერძოდ იმის, რაც ყველა სეზონზე და ყოველთვის მოდურია, ხის სათვალეების შექმნა დაიწყო.

„ხე არის თბილი მასალა და ადამიანისთვის ბუნებრივია მისი გამოყენება, თანაც, თუ საკმარისი გამოცდილება გაგაჩნია, შესაძლებელია საკმაოდ რთული და საინტერესო ფორმების შექმნა. მაგრამ იშვიათია, როდესაც ვინმე ხისგან რაიმე მართლაც განსაკუთრებულს ქმნის. მე ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ გავსულიყავი ამ ფარგლებს გარეთ და, საბედნიეროდ, სწორედ ხის მასალა მაძლევს ამის უფლებას და სწორედ ასე გაჩნდა LWood“ – ამბობს ლევანი.

glasses1

 glasses2

 

 

 

 

 

 

-რა მასალით ქმნით ნამუშევრებს?

– მასალა მრავალფეროვანია, მაკაგონი, ნეკერჩხალი, მუხა, ზეთისხილი, აფრიკული კაკალი და ა.შ., პრაქტიკულად ნებისმიერი მასალის გამოყენებაა შესაძლებელი და, რაც უფრო საინტერესოა, შეიძლება მათი კომბინირება: მაგალითად მუქი ფერის კაკლის ფირფიტებს შორის შეიძლება მოაყოლო ღია ფერის მუხის ან ნეკერჩხლის ფირფიტა ან პირიქით. მოკლედ რომ ვთქვათ ვარიაციები პრაქტიკულად უსაზღვროა, საჭიროა მხოლოდ წარმოსახვა.

– რამდენად მოთხოვნადია თქვენი პროდუქცია, გაქვთ თუ არა შემოთავაზებები?

– შემოთავაზება, შეკვეთა მივიღე ისრაელიდან, გავგზავნე ჩემი სათვალეები.  LWood, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წამოწყება უკვე ერთ წელზე მეტია რაც არსებობს და ვითარდება, ჯერ კიდევ არ არის კომერციული პროექტი, აქამდე ის ენთუზიაზმით და მეგობრების დახმარებით მოვიდა. მაგრამ ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება ფართომაშტაბიანი შეკვეთების მიღება. აღჭურვილი ვარ დანადგარებითა და მასალით.

 – სად და როგორ იქნება შესაძლებელი სათვალეების შეძენა?

– ნოემბრის დასაწყისში იგეგმება კამპანია LWood-ის დაფინანსებისთვის croudfunding-ის პირობებით IndieGoGo.com-ზე. სადაც იქნება შესაძლებელი LWood Eyeglasses სათვალების წინასწარი შეკვეთა, რაც მოგვცემს   კომპანიის საწყისი კაპიტალი იქნება.

glasses

– კერძო კოლექციების ხელნაკეთი აქსესუარები ძვირია. თქვენთან რამდენი იქნება საშუალო ფასი?

– გაყიდვებზე მიმდინარეობს პროექტების შემუშავება, სავარაუდოდ მათთვის, ვინც შეუკვეთავს სათვალეებს indiegogo.com-ის საშუალებით, სათვალეების ფასი იქნება შეღავათიანი, რადგან ეს ადამიანები დიდ წვლილს შეიტანენ ამ წამოწყებაში და დაიწყება 249$-დან, გარდა რამდენიმე პირველი მყიდველისა, ვისთვისაც ფასი უფრო დაბალი იქნება, სატარებელი ყუთის ფასი იქნება 59$,ხოლო კამპანიის დასრულების შემდეგ უკვე სხვა ფასად შესაძლებელი ჩვენს საიტზე, რომელიც აგრეთვე ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

 – თქვენ ახსენეთ სატარებელი ყუთი ანუ პროდუქციაში ესეც შევა და კიდევ რა იგეგმება?

– დიახ, სათვალის ყუთების გაკეთებაც დავიწყე.  ასევე ვმუშაობ სხვადასხვა დიზაინის ჩარჩოს პროტოტიპებზე, დიოპტრიულ ლინზებზე და სატარებელ ყუთების სხვადასხვა დიზაინზე, რომელიც ასევე  ხელმისაწვდომი იქნება.

Studinfo.ge ახალგაზრდა შემოქმედს წარმატებებს უსურვებს!

ავტორი სალომე ბუკია

 

ლევანის გრაფიკული ნამუშევრები

graphic1

graphic

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები