სტუდენტების სტიპენდიებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი იზრდება

განათლება

მომავალი წლიდან სტუდენტების სტიპენდიებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი სავარაუდოდ, გაიზრდება.

განათლების მინისტრის განცხადებით, შესაბამისი ცვლილება სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში იქნება გათვალისწინებული.

„სამწუხაროდ წელს 2014 წლის ბიუჯეტით სტიპენდიებისთვის დაფინანსების გაზრდა ვერ მოხერხდება, რადგან უკვე გაწერილია მთელი წლის ფინანსური ხარჯები. მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერება აღნიშნული სიახლე და სავარაუდოდ, განხორციელდება“,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მინისტრი ინიციატივის ერთ-ერთ მიზეზად სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის ზრდის პრევენციას ასახელებს.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

მისი თქმით, თუ წარჩინებულ სტუდენტს 50%-იანი სახელმწიფო გრანტი აქვს და მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ახერხებს სწავლის საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდას, მას შეეძლება, აღნიშნული დავალიანება სახელმწიფო სტიპენდიით აანაზღაუროს.

„მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს, რომელთაც მაგალითად, 50%-იანი ან 70%-იანი გრანტი აქვთ, მაგრამ დარჩენილ თანხასაც ვერ იხდიან, ნაცვლად იმისა, რომ სტუდენტის სტატუსი შეუჩერდეთ, გაეზრდებათ საშუალება, თავად შეძლონ საჭირო თანხის მობილიზება და აღარ დაუდგეთ მსგავსი რთული ვითარება“,-აღნიშნა სანიკიძემ.

ცნობისთვის, დღეისათვის სახელმწიფო სტიპენდიას 1 500-მდე სტუდენტი იღებს. სტიპენდიის ოდენობა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში 1 500 ლარს შეადგენს.

გიორგი არის© ხურცია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები