სტუდენტთა მობილობა დღეს დაიწყო და 21 აგვისტოს 18:30 საათამდე გაგრძელდება.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
სტუდენტის არჩევანი ჩაითვლება რეგისტრირებულად მხოლოდ მობილობის საფასურის, 40 ლარის, გადახდის შემთხვევაში.
თანხის გადახდა შესაძლებელია მობილობაზე ელექტრონული განაცხადის გაკეთების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 21 აგვისტოს 18:30 საათისა, სს საქართველოს ბანკის ფილიალებში ან ონლაინ რეჟიმში.
მობილობის შედეგები მობილობის პორტალზე გამოცხადდება 25 აგვისტოს.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, სტუდენტმა 25-26 აგვისტოს უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლესს და დაადგინოს დოკუმენტების წარდგენის ვადა.