განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა – 2014 წლის 15 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით.
2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა – 2014 წლის პირველი აგვისტოდან 21 აგვისტოს 18:30საათამდე.
3. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა – 2014 წლის 26 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით.
მობილობის წესისა და პროცედურის სანახავად გადადით ლინკზე.
იხილეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის #395 ბრძანება მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ.