ილიაუნელმა მოკრივემ საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა

სპორტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მოკრივეთა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ზაალ კვაჭატაძე, საქართველოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობდა მინსკში გამართულ ვიქტორ ლივენცევის (სახელოვანი ბელარუსი სპორტსმენი) სახელობის A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირში. ილიაუნელმა 69 კილოგრამი წონითი კატეგორიის პირველ წრეში აშკარა უპირატესობით აჯობა ყაზახ მეტოქეს;  მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში დაამარცხა მოლდოველი ბორის ტერეზი და ბელარუსი ალექსეი ჰალტიხი და ფინალში გავიდა. ფინალში ზაალ კვაჭატაძე, ხელის ტრავმის გამო, ვერცხლის მედალს დასჯერდა.

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები