3129 სტუდენტს სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს

განათლება

პროფესიული პროგრამების პირველ საფეხურზე მისაღები გამოცდების შედეგები ცნობილია. გამოცდებზე გასული აბიტურიენტების თითქმის 70 %-მა გამოცდები წარმატებით ჩააბარა. 

როგორც Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძემ განუცხადა, ყველა მათგანს სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს.

“სულ 4500-ზე მეტი მსურველი იყო დარეგისტრირებული. მიღება 30-მდე პროფსასწავლებელს ჰქონდა გამოცხადებული. წარმატებით გამოცდა 3129 აპლიკანტმა გაიარა. ყველა მათგანს სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს. ყველაზე მოთხოვნად პროფესიების რაც შეეხება- ეს კულინარია და IT ტექნოლოგიებია,”- განაცხადა ივა მინდაძემ.

რაც შეეხება პროფესიული პროგრამების მეორე საფეხურის გამოცდას ის სავარაუდოდ ოქტომბრის თვეში ჩატარდება.

ეკა წივწივაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები