პროფესიული პროგრამების პირველ საფეხურზე მისაღები გამოცდების შედეგები ცნობილია. გამოცდებზე გასული აბიტურიენტების თითქმის 70 %-მა გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
როგორც Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძემ განუცხადა, ყველა მათგანს სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს.
“სულ 4500-ზე მეტი მსურველი იყო დარეგისტრირებული. მიღება 30-მდე პროფსასწავლებელს ჰქონდა გამოცხადებული. წარმატებით გამოცდა 3129 აპლიკანტმა გაიარა. ყველა მათგანს სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს. ყველაზე მოთხოვნად პროფესიების რაც შეეხება- ეს კულინარია და IT ტექნოლოგიებია,”- განაცხადა ივა მინდაძემ.
რაც შეეხება პროფესიული პროგრამების მეორე საფეხურის გამოცდას ის სავარაუდოდ ოქტომბრის თვეში ჩატარდება.
ეკა წივწივაძე