კაზანტიპი, ეს არის საშუალება – ბრავო, ძლივს ოცნებას ავიხდენ!

მხიარული ინფო

კაზანტიპის ფესტივალი წელს პირველად, უკრაინაში და კერძოდ ყირიმში შექმნილი მდგომაროების გამო საქართველოში აიღებს სტარტს.

ქართულ საზოგადოებას ახალი თავისტკივილი გაუჩნდა. ახალგაზრდების უმრავლესობისათვის ეს სიახლე მისაღები და კარგი ფაქტია. თუმცა, ბილეთის ღირებულების გამო ბევრი მათგანი ვერ ახერხებს წასვლას. ჩვენი მშობლებისათვის კი, ეს დასავლეთის კიდევ ერთი მავნე ჩვევის შემოღებაა.

თუმცა, ფაქტია, კაზანტიპის ფესტივალი 20 აგვისტოს ანაკლიის მზიან სანაპიროზე გაიხსნება და იგი 10 დღე გაგრძელდება. ფესტივალზე საგზურის მოპოვება კაზანტიპის ოფიციალუირ საიტზე შეგიძლიათ.

FACEBOOK-ზე უკვე შეიქმნა ევენთი, სადაც 2200-ზე მეტ ადამიანს აქვს დაფიქისირებული going.

ვნახოთ, რას აზრისაა ხალხი:

”სიბნელე, გაუნათლებლობა, სიბეცე”

“ქართველი ხალხის გახრწნის კიდევ ერთი საშუალება, ვინ არის დამკვეთი ???”

”ძაან მოხარული დავრჩები თუ მსგავსი გარყვნილების ფესტივალები მრავლად იქნება საკართველოში !!!”

”ესღა გვაკლია რა!”

”ბრავოოოოო, ძლიიიივს ოცნებას ავიხდენ !”

”არ ვიცი წავალ თუ არა, მაგრამ საქართველოში მისი ჩატარების წინააღმდეგი არ ვარ”

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები