სპორტული ფესტივალი “საქართველო 2014” იწყება

სპორტი

30 მაისს, 13:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, სამოყვარულო სპორტული ფესტივალის “საქართველო 2014″-სადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

აღნიშნული პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით და ეროვნული ფედერაცია “სპორტი ყველასათვის” ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პარტნიორები არიან, საქართველოს ხელბურთის და ჩერლიდინგის ფედერაციები.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში სამოყვარულო სპორტის განვითარებას და მასობრიობის ზრდას. აღნიშნული ამ პროექტის მეშვეობით, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ფართო მასების, მოყვარული სპორტსმენების ჩართულობა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მის პოპულარიზაციას.

ფესტივალს საქართველოს ყველა რეგიონი უმასპინძლებს, სადაც ჩატარდება  შეჯიბრებები სპორტის შემდეგ სახეობებში: მინი ფეხბურთი,მაგიდის ჩოგბურთი,  სამოყვარულო ხელბურთი

ფესტივალის ფარგლებში გასამართი ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელიც წელს მესამედ იმართება, აღმოსავლეთ და დასავლეთ ლიგების პრინციპით, წრიული სისტემით ჩატარდება. აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონების 8-8 გუნდიდან, საუკეთესო ოთხეულები პლეიოფში გააგრძელებენ ასპარეზობას. საუკეთესო ოთხი გუნდი კი ოთხთა ფინალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ფესტივალის ფინალურ ეტაპზე ჩატარდება.

მაგიდის ჩოგბურთსა და სამოყვარულო ხელბურთში ლოკალური შეჯიბრებების შედეგად გამოვლინდებიან რეგიონების საუკეთესო მოყვარული სპორსტმენები.

ფესტივალი ოფიციალურად 31 მაისს, გლდანში მდებარე ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში გაიხსნება, სადაც დასავლეთ და აღმოსავლეთ ლიგებში მონაწილე მინი ფეხბურთის გუნდები პირველი ტურის შეხვედრებს გამართავენ.

ღონისძიება ოთხ თვეს გასტანს. ფინალური ეტაპი 26-28 სექტემბერს, საქართველოს საზღვაო საკურორტო ზონაში გაიმართება.

წყარო: http://geosports.ge/

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები