როგორ ჩავიცვათ გამოსაშვებ საღამოზე

მოდა

აი, როგორც იქნა დგება მომენტი, როცა ზაფხული ახლოვდება, კოლეჯს ვამთავრებთ და ვემზადებით გამოსაშვები საღამოსთვის. ეს მომენტი განსაკუთრებით ამაღელვებელია გოგონებისათვის. ეს არის წლის უდიდესი მოვლენა, როცა განსაკუთრებით უნდა იყო დარწმუნებული იმაში, როგორც გამოიყურები.

გამოსაშვები დღე:

  • გამოვეწყოთ, შთაბეჭდილების მოსახდენად

ამ დღეს უამრავ ფოტოს იღებენ, რომლებმაც უნდა დაიპყროს facebook-ი, ამიტომ დილიდანვე დავიწყოთ მზადება. შხაპის შემდეგ, მოვიძიოთ და ჩავიცვათ დახვეწილი და კონსერვატიული კაბა, რომელშიც უმაგრესად გამოვიყურებით და ამასთანავე გამოკვეთავს ჩვენს ზრდასრულობას. შემდეგ გავიკეთოთ მაკიაჟი და დავიხვიოთ თმა.

თმის ვარცხნილობები გამოსაშვები საღამოსათვის:

  • გავითვალისწინოთ, რომ გამოსაშვებ ცერემონიასა და საღამოს ბანკეტს შორის ცოტა დროა, ამიტომ შევარჩოით ისეთი კაბა, რომელსაც გამოცვლა არ დასჭირდება.
  • შევარჩიოთ საღამოს კაბა ჯიბეებით, რათა შევძლოთ გასაღების, მობილურისა და საფულის ჩადება, ეს პატარა რჩავაა, რომელიც პირადი გამოცდილებიდან შემიძლია მოგცეთ.
  • აგრეთვე მნიშვნელოვანია კაბის შიგნით არ ჩავიცვათ ბანდაჟი, რომელიც შემაწუხებელი იქნება, სჯობს რაიმე უფრო კომფორტული შევარჩიოთ.
  • ბოლოს, ყურადღება მივაქციოთ ამინდს. ვერაფერი შეძლებს ავნოს თქვენს ჩაცმულობას ისე, როგორც ცუდმა ამინდმა, როცა სკოლის გარეთ გამოსაშვები სიტყვის თქმისა და მოსმენის დრო დადგება.
  • გაითვალისწინე ფეხსაცმელიც.

ჩაიცვი მოხდენილი, კაბასთან შესაფერისი ფეხსაცმელები და გაიკეთე პედიკური. ძალიან მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები შეუსაბამოა ამ დღისთვის, გამოიყენე 2-3 სმ-იან ქუსლიანი ფეხსაცმელი. შეიძლება ბევრი სიარული ან ფეხზე დგომა მოგიწიოთ, ამიტომ ჯერ გამოსცადეთ როგორ შეძლებთ მასზე სიარულს ან დგომას დიდი ხნით.

  • გაიკეთე სადა მაკიაჟი

ეს არ არის ექსპერიმენტების დღე, ამიტომ გაიკეთე სადა მაკიაჟი, გამოიყენე ტუჩსაცხი, შუქჩრდილები და რუმიანა, რათა დიდებულად გამოიყურებოდე სურათებში, რომელსაც ამ დღეს გადაიღებენ.

  • გაერთე!

დაიხურე სახალისო კეპი, რომელსაც თავად მოხატავ და შექმენი პატარა სავიზიტო ბარათები შენი facebook სახელით.

ერთი სიტყვით, კომფორტული ჯიბეებიანი კაბა, სადა მაკიაჟი ტუჩსაცხით, კომფორტული ფეხსაცმელი, დახვეული თმა და ბოლოს ორიგინალური ყელსაბამი და ელეგანტური ბეჭედი დაამშვენებს შენს გამოსაშვები საღამოს ჩაცმულობას და შენც მზად ხარ კოლეჯის ორიგინალურ და ლამაზ ფოტოებში მოსახვედრად.

გთავაზობთ, გამოსაშვები საღამოს კაბების ვარიანტებს:

რაც შეეხება ბიჭებს, აქვე გთავაზობთ ”სელებრითების” ოფიციალური ჩაცმის სტილს, რომელიც თავისუფლად შეიძლება გამოსაშვებ საღამოზე მოირგოთ.

Oscars-2014

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები