ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიმოხილვა

სპორტი

მოვიდა ნანატრი 24 მაისი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ქალაქ ლისაბონში „ესტადიო და ლუშზე“. ეპიკური შეხვედრა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფინალში ერთმანეთს ერთი ქვეყნის წარმომადგენლები უპირისპირდებოდნენ, მაგრამ ერთი ქალაქის ორი გუნდის „გარჩევა“ დაკსვნით მატჩში ლისაბონამდე არ ყოფილა.

გულშემატკივართა სასიხარულოდ გუნდები, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდნენ თამაშს, მწყობრში ჩადგნენ – კრიშტიანო რონალდო, სამი ხედირა და დიეგო კოსტა. ფინალს მხოლოდ არდა თურანი გამოაკლდა ტრავმის გამო.

შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა. ანგარიში 36-ე წუთზე დიეგო გოდინმა გახსნა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში შეცდომა იკერ კასილიასმა დაუშვა.

მეორე ტაიმში „რეალმა“ შეუტია და ბოლო წუთებზე შტურმიც კი მოაწყო, რაც მსაჯის მიერ მესამე კომპენსირებულ წუთზე გოლში გარდაისახა. თავი სერხიო რამოსმა გამოიჩინა.

დამატებულ დროში რეალის უპირატესობა თვალსაჩინო იყო. 110-ე წუთზე დი მარიას შესანიშნავი გარღვევის შემდეგ გარეთ ბეილმა „რეალი“ დააწინაურა. 118-ე და 120-ე წუთებზე ჯერ მარსელომ, შემდეგ კი რონალდუმ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

„რეალი“ 12-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის თასს კიდევ ერთხელ დაეუფლა.

varane+simeone+reuters

მატჩის მიწურულს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, როდესაც მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „რეალის“ ახალგაზრდა მცველ რაფაელ ვარანზე გაიწია. ინციდენტი იქიდან დაიწყო, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა არგენტინელი სპეციალისტის მიმართულებით ბურთი ისროლა  სიმეონემ კი ეს ვერ მოითმინა და ბურთი რაფაელის მიმართულებით  დაარტყა. ამის შემდეგ მოედანზე მხარეებს შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, სიმეონე მინდორზე შეიჭრა და ვარანთან მისვლას შეეცადა. საბოლოოდ, არგენტინელი მწვრთნელი მოედნიდან გააძევეს, ვარანი კი ყვითელი ბარათით დასაჯეს.

ატლეტიკომ ფენომენალური სეზონი ჩაატარა და თუ მოიგებდა დამსახურებულიც იქნებოდა, მაგრამ ნაკლებმა გამოცდილებამ, ფაქტობრივად, მეორე ნახევრიდან მოყოლებული დაცვიდან თამაშმა დაღი დაასვა მათ შესაძლებლობებს. ორივე გუნდმა ბრწყინვალედ გაიარა გზა ლისაბონამდე და ღირსეული ფინალისტები იყვნენ, მადრიდის რეალმა დამსახურებულად გაიმარჯვა  და  12-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის დიდყურება თასი კიდევ ერთხელ, უკვე მეათედ დააბრუნა „სანტიაგო ბერნაბეოზე“.

 მოამზადა ნიკა ქევხიშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები