განათლების საერთაშორისო ცენტრის პრეზენტაცია

განათლება

დღეს, საგამოფენო დარბაზ „ექსპო ჯორჯიაში“ განათლების საერთაშორისო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი უპირატრესობა ადრე არსებულ პროგრამებთან შედარებით სოცილურ თანასწორობაზე დაფუძვნებული პრინციპი და გამჭირვალეობაა.

„ჩვენს ქვეყანაში არც ერთ მშობელს აღარ უნდა ეშინოდეს, რომ მისი შვილი განათლების გარეშე დარჩება,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრეზენტაციაზე მოწვეულ რექტორებთან გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი, რომლითაც განათლების საერთაშორისო ცენტრი უზრუნველჰყოფს არა მხოლოდ მაგისტრანტებისა და დოქტორანტების საუკეთესო უნივერსიტეტში დაფინასებას, არამედ სტუდენტთა საჯარო სექტორში ექვს-თვიან სტაჟირებას. მთავარი კრიტერიუმი კი სწავლის დროს მიღებულ საშუალო ქულას (GPA) მიენიჭება. ასევე მნიშვნელოვანია, სტუდენტთა სამოქალაქო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ღონისძიებაზე მისულ თითოეულ მონაწილეს შეეძლო კოორდინატორებისაგან მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია.

ჩვენც შევეცადეთ სტუდენტებისათვის აქტუალურ კითხვებზე პასუხის მიღება:

რა ქნას სტუდენტმა, რომელიც სწავლას ივლისში ამთავრებს, მაგრამ დიპლომს აგვისტოში იღებს?

–        სამწუხაროდ,  რეგისტრაციის ვადებში თქვენ ყველა საბუთი გამზადებული უნდა გქონდეთ: პირადობისა და აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა, ასევე ცნობა უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და გადასახადის შესახებ,

მინიმუმ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება, სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები, სერტიფიკატების ასლები.

 

ჩაითვლება თუ არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა გამოცდილებად?

–        დიახ, ყველანაირი სამუშაო გამოცდილება მისაღებია.

 

ცენტრი მხოლოდ სტუდენტის სწავლას აფინანსებს თუ მის საცხოვრებელ ხარჯებსაც?

–        გააჩნია კონკრეტულ პროგრამას და მოთხოვნილ თანხას, შასაძლოა, სტუდენტს სხვა ხარჯებიც დაუფინანსონ.

რა ქნას პირვონებამ, რომელსაც უნივერსიტეტი დაახლოებით 10 წელია დამთავრებული აქვს და არ შეუძლია ლექტორებთან დაკავშირება, სარეკომენდაციო წერილი ვისგან შეიძლება აიღოს?

–        ნებისმიერი პიროვნება, რომელიც მას ასწავლიდა რეკომენდატორად გამოდგება.

 

საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, განთლების საერთაშორის ცენტრი გეგმავს საკონსულტაციო შეხვედრებს, სახელმწიფო კანცელარიაში, სადაც შეგიძლიათ პასუხი მიიღოთ თქვენთვის სასურველ კითხვებზე.

დასასრულს, ორგანიზატორებმა საინტერესო სიურპრიზი შესთავაზეს დამსწრეებს. ყველას, ვისაც რეგისტრაცია ჰქონდა გავლილი, საშუალება მიეცა გათამაშებაში მიეღო მონაწილობა, რომლის გამარჯვებულებიც არჩეულ მეგობართან ერთად ლაგოდეხის ნაკრძალში 2-დღიანი ტურით წავიდოდა.

გამარჯვებულთა, ისევე, როგორც დამსწრეთა შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ჭარბობდნენ.

კითხვაზე, თუ რატომ მოხვედით პრეზენტაციაზე, ერთ–ერთმა პრიზიორმა შემდეგნაირად გვიპასუხა:

„მე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, თვითმმართველობის წევრი ვარ და მითხრეს, რომ აქ აუცილებლად უნდა მოვსულიყავი. ძალიან დიდი ემოცია მივიღე, გამიკვირდა, რომ გავიმარჯვე. ჩემს საუკეთესო დაქალს წავიყვან და კარგი მოგონება მექნება ამ დღის შესახებ.“

უკეთესი განათლების მიღების მსურველთათვის გთხოვთ იხილოთ განათლების  საერთაშორისო ცენტრის ოფიციალური გვერდი  https://www.facebook.com/iec.gov.ge

სადაც შეძლებთ უშუალოდ დაუკავშირდეთ კორდინატორებს და მიიღოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.

ანა ღვინიაშვილი

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები