ახალგაზრდა ენათმეცნიერთა კონფერენცია: ენა და ,,სამყაროს ხატი“

განათლება
1. ხარ მომავალი ფილოლოგი,ენათმეცნიერი ?
2. დაინტერესებული ხარ ენათმეცნიერებით?
3. გსურს წარმოაჩინო შენი შეასაძლებლობები?
4. გსურს გაიღრმავო ცოდნა,შეიძინიო უდიდესი გამოცდილება,ახალი მეგობრები ?
5. და ამასთანავე დაჯილდოვდე სერტიფიკატითა და სხვადასხვა სახის პრიზებით?მაშინ არ გაუშვა შანსი მიიღო მონაწილეობა ახალგზარდულ ენათმეცნიერთა კონფერენციაში, სადაც შესაძლებლობა გექნება წარმოაჩინო შენი ცოდნა, შესაძლებლობები,შეიძინო უდიდესი გამოცდილება,ახალი მეგობრები და ისაუბრო ისეთ საკითხზე,რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნია ენათმეცნიერებაში.

1. ადგილი : საქართველოს უნივერსიტეტი
2. ტრენინგის დასახელება : ენა და ,,სამყაროს ხატი“
3. ტრენინგის ხანგძლივობა : 13 -14 მაისი
4. სამუშაო ენა : ქართული

აღწერა :
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა” და საქართველოს უნივერსიტეტი 13-14 მაისს მართავენ ახალგაზრდულ ენათმეცნიერთა კონფერენიციას : ენა და ,,სამყაროს ხატი“.სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები: ბაკალავრები, მაგისტრანტები,დოქტორანტები. (არ აქვს მნიშვნელობა, სტუდენტი ინქბება ქართული ენის ფილოლოგიის სტუდენტი თუ სხვა ენისა).

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ თავისივე სურვილისამებრ არჩეული თემა,რომელიც უშუალოდ განხილული იქნება ენათმეცნიერების,ფილოლოგიის ჭრილში.

თითოეულ მონაწილეს თემის წარმოსადგენად ექნება 10 წუთი.

კონფერენციაში მონაწილე თითოეული სტუდენტი დაჯილდოვდება სერთიფიკატითა და სხვადასხვა სახის პრიზებით.კონფერენციის მეორე დღეს სპეციალურად შერჩეული ჟიური დაასახელებს 5 გამომსვლელს,რომლებსაც ექნებათ საუკეთესო გამოსვლა და შესაბამისად,ისინი დაჯილდოვდებიან დამატებითი,სპეციალური პრიზებით.

კონფერენციაში მონაწილეობა – უფასოა.

მონაწიელობის მსურველება გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია : https://docs.google.com/forms/d/1oA_LkvexLikJRNgswu3Tf9n18hRD8Df20jaloZSz9DY/viewform

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ : tabatadze.revaz@gmail.com
ან დაგვირეკეთ : 551 21 31 62 რევაზ ტაბატაძე
598 71 14 00 თეონა კირაკოზაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები