ჯანო ანანიძემ რუსეთში პირველი ტიტული მოიპოვა

სპორტი

რუსეთის თასის ფინალში ერთმანეთს როსტოვი და კრასნოდარი დაუპირისპირდნენ, რთული და დაძაბული შეხვედრა უგულოდ დასრულდა, ვერც დამატებით 30 წუთში მოხერხდა გამარჯვებულის გამოვლენა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც როსტოველებმა 6:5 იმარჯვეს.

ქართველმა ლეგიონერმა ჯანო ანანიძემ რუსეთში თავისი პირველი ტიტული მოიპოვა. მან  86 წუთი დაჰყო მინდორზე. ახლად მოშუშებული ტრავმის გამო, ჯანო ჩვეულად აქტიური ვერ იყო, თუმცა მისმა გუნდმა მაინც მოახერხა გამარჯვება.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე როსტოვში მოსკოვის სპარტაკიდან არენდის წესით გადავიდა.

მოამზადა ნიკა ქევხიშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები