დაცვითი სტილი ანუ ”საზოგადოებრივი ტრანსპორტი” თანამედროვე ფეხბურთში

ბლოგი

2013/14 წლის სეზონის მიწურულს, კვლავ წარმოიშვა ის მოსაზრება, რომლის თანახმად, დაცვითი სტილი მხოლოდ ანტი ფეხბურთია. მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ფეხბურთი გვიყვარს იმისთვის, რომ ორმხრივი შეტევებისა და თავსბრუდამხვევი ტემპის 90 წუთს გვჩუქნის.  მე-20 საუკუნეში ასეთი სტილი ნაკლებად გავრცელებული იყო, 21-ე საუკუნეში კი უფრო მოიკიდა ფეხი, მაშ ასე, დაცვითი სტილი, ან პოპულარული ენით რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თანამედროვე ფეხბურთში.

2004 წლის საბერძნეთის ნაკრები, „ავტობუსის მძღოლი“ – ოტო რეხაგელი

ევრო 2004-ზე საბერძნეთის ტრიუმფი აბსოლუტური ნონსენსი იყო, თუმცა ისინი მხოლოდ ერთ მატჩში დამარცხდნენ, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში რუსეთის წინააღმდეგ. მთლიან ტურნირზე მხოლოდ ერთხელს მოახერხეს ერთზე მეტი გოლის გატანა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ასეთი თამაში სავსებით საკმარისი იყო კონტინენტზე საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად. გერმანელი მწვრთნელი დაცვითი ორი ხაზით თამაშობდა, პირველ ეშელონს სეიტარიტიდისი, დელასი, კაპსისი და ფიპსასი ჰქმნიდნენ, ხოლო მეორე ფარს, იანაკოპულოსი, ბასინასი, ზაგორაკისი და კაცურანისი, კარში იდგა საბერძნეთისთვის განუმეორებელი კიპერი – ნიკოპოლიდისი. შეტევაზე კი „ზრუნავდნენ“ კარაგუნისი და ხარისტეასი. სწორად ხარისტიასის გოლით იმარჯვეს ბერძნებმა ფინალში პორტუგალიის წინააღმდეგ. ამ ტურნირმა საბერძნეთს ნაციონალური გმირები აჩუქა ხოლო მსოფლიომ პირველად იხილა თვალცრემლიანი კრიშტიანო რონალდო.

ყაზანის რუბინი-2008, 2009, 2010 წლებში. „მძღოლი“- ყურბან ბერდიევი

ეს რუბინი საჩემპიონო ეპოქის იყო, დაცვითი სტილით მოთამაშე ყაზანელები ზედიზედ 2-ჯერ გახდნენ რუსეთის ჩემპიონები, თუმცა მათი ყველაზე დიდ მიღწევად ალბათ „კამპ ნოუზე“ ბარსელონას დამარცხება იყო. ბერდიევი 5 მცველიანი სისტემით თამაშობდა პლუს 3 საყრდენი და 2 მოძრავი შემტევი. ამ ბეტონივით გამძლე დაცვის უცვლელი წევრი იყო ლაშა სალუქვაძე, რომელმაც ბარსელონასთან მატჩში ტოლსწორად ეთამაშა თვით ლიონელ მესის. ხანგრძლივი კრიტიკის გამო ბერდიევმა გადაწვიტა გუნდი შემტევ სტილზე გადაეყვანა და საკუთარი ბარსელონას შექმნას შეუდგა, მისდა, სამწუხაროდ, საჩემპიონო გუნდიდან რუბინი რუსეთის ჩემპიონატის სტანდარტებით საშუალო სიძლიერის გუნდად გადაიქცა, რას ვიზავთ? შეტევა ყველას ერთნაირად არ გამოსდის.

2010 წლის ინტერი და ჟოზე მოურინიო

ამ გუნდზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დაცვიდან თამაშობდა, თუნდაც გავიხსენოთ მათი შედეგები მილანი (4:0), იუვენტუსი (3:0) და კიდევ რამდიმე გამარჯვება დიდი ანგარიშით. ინტერის თამაშის ხარისხი ნამდვილად შეეფერებოდა გრანდისას. მათ მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშეს დაცვიდან მთელი 90 წუთის განმავლობაში, ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი „კამპ ნოუზე“. პირველ შეხვედრა „სან სიროზე“ 3:1 მოიგო „ნერაძურიმ“ ესპანეთსი კი ბურთის ფლობის მაჩვენებლი მხოლოდ 17% ჰქონდათ. მოურინიომ ნამდვილი ბასტიონები აღმართა და ფინალშიც გაიყვანა ინტერი პირველად 40 წლის შემდგომ და ლიგის დიდყურება თასიც მილანში ჩამოაბრძანა.

ჩელსი 2012 წელი – დი მატეო

ბერძნების მსგავსად ჩელსის ტრიუმფი ამ გათამაშებაში ნამდვილი სენსაცია იყო. „ავტობუსით“ ჩელსიმ მოახერხა ის, რომ ჯერ საკუთარ მოედანზე დაამარცხა ბარსელონა, შემდეგ „კამპ ნოუზე“ ფრედ 2:2 დაუზავდა. ფინალშიც მშვიდად მივიდა პენალტების სერიამდე და აბრამოვიჩის სანუკვარ ლიგის თასსაც დაეუფლნენ. ამ გუნდს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა მეტიც ბევრი იძახდა, რომ რუსმა ოლიგარქმა თასი იყიდა, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია, უპატივისცემლობა იქნება თუ დროგბას ფენომენალურ თამაშს არ ავღნიშნავთ, ფაქტია დაცვით სტილს დიდი შედეგები მოაქვს.

კოსტა-რიკის ეროვნული გუნდი და მათი წინამძღოლი ლუის პინტო

ეს გუნდი დაცვითმა ფეხბურთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა, მაიკლ უმანია, როი მილერი, ჟუნიორ დიასი, კრისტიან გამბოა, ეს სახელები საფეხბურთო მსოფლიოს არაფერს ეუბნება, თუმცა სავარაუდოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე მათ უფრო ახლოდან გავიცნობთ, კოსტა-რიკას იტალიასთან, ურუგვაისა და ინგლისთან მოუწევს პაექრობა, ორი აზრი არ არსებობს, რომ მათ დაცვითი თამაში ჰაერივით დასჭირდებათ. პინტოს გუნდი 5 მცველიან სქემაზეა აწყობილი დევიზით „დაარტყი და გაიქეცი“ ასეა თუ ისე ამ ტაკტიკამ შედეგი გამოიღო მათ დაამარცხეს პარაგვაი და ურუგვაი შესარჩევში, არგენტინასთან არაფერი დათმეს და აი ისინი ბრაზილიაში იქნებიან ამ ზაფხულს.

გემოვნების ამბავია, ვის რომელი სტილი ურჩევნია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ უღიმღამო თამაშს დიდ ფორუმებზე შედეგი მოაქვს, მაგრამ არის გამონაკლისებიც ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ამ სეზონის ჩელსი და ჟოზე მოურინიოა. ატლეტიკოსთან პირველ შეხვედრაში უნაკლოდ ჩატარებული შეხვედრა, ლივეპულთან დაცვიდან მოგებული თამაში, თუმცა განმეორებით შეხვედრაში სიმეონეს ბიჭებთან, ჩელსის დაცვა დაეცა. ავტობუსით მგზავრობა უფასო არასდროს ყოფილა, ლონდონელებს ბოლო გასეირნება საკმაოდ ძვირად,  ლისაბონის საგზურად, დაუჯდათ.

ახალი ამბავი არაა, რომ დღევანდელ ფეხბურთი ყრუ დაცვითი სტილი იდევნება, მაგრამ ომში ყველა ხერხი მისაღებია, სპორტი კი თავისუფალი სივრცეა, სადაც არჩევანის თავისუფლება, ყველას გააჩნია. მართალია, ასეთი გუნდები სიამოვნებას ნაკლებად გვანიჭებენ და მოსაბეზრებელია მათი ყურება, მაგრამ რა გაეწყობა, სპორტი იგივე ცხოვრებაა, ყველაფერი ერთ ნოტზე  ვერ იქნება.

მოამზადა ნიკა ქევხიშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები