9 რჩევა გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად

სასარგებლო რჩევები

გამოცდების პერიოდი ყველასთვის სტრესს უკავშირდება. როდესაც გამოცდების რაოდენობა იცი და სასწავლო მასალა გაქვს, საქმე უფრო ადვილია.

წარმოგიდგენთ 9 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სტრესის დაძლევაში და მიგაღწევინებთ წარმატებას გამოცდების პერიოდში.

შევადგინოთ გეგმა

რაც უფრო ადრე დაგეგმავ ყველაფერს, მით უკეთესი. შეადგინე გამოცდების ზუსტი ცხრილი, ისე, რომ ზუსტად იცოდე, როდის რა საგანი აღარ გექნება სასწავლი. ასეთი მიდგომა შესაძლებელს გახდის შენთვის, რომ დაადგინო, თუ რა დრო დაგჭირდება ამა თუ იმ საგნის მოსამზადებლად. ასევე, შენივე შეხედულებით, შეგიძლია გადახედო ცხრილს და განსაზღვრო, კონკრეტული სამეცადინო დრო და რესურსი.

მიჰყევი პროგრესს

თითოეულ საგანში მოცემული თემის მთავარი მონახაზი გააკეთე. დაგეგმე, როდის შეგეძლება თავიდან გადახედო შენს მონახაზს და მონიშნე, როდის შეისწავლი მთელ მასალას. ნასწავლად მონიშნე მხოლოდ მაშინ, როცა უკვე მთლიანობაში შეძლებ საკითხის მკვეთრად და ჩამოყალიბებულად გადმოცემას. არ მოიტყუო თავი! რადგანაც გააკეთე სასწავლი თემის მოკლე მონახაზი და მონიშნე ამ თემის რამდენიმე მთავარი საკითხი, არ ნიშნავს, რომ მზად ხარ გამოცდის ჩასაბარებლად. შენ ეს უნდა დაამტკიცო პრაქტიკულად. მას შემდეგ, რაც თემაში ყველა საკითხს მონიშნავ, თავდაჯერებულობას მეტად იგრძნობ. ეს შეამცირებს სტრესსა და მოგცემს იმ ძალას, რომელიც გჭირდება გამოცდების წარმატებით გასაგრძელებლად.

გამოიყენე ძველი მასალა

გამოცდაზე რა საკითხი მოვა, წინასწარ ვერ განსაზღვრავ, თუმცა შეგიძლია თითქმის ზუსტად ივარაუდო, თუ რა შეიძლება შეგხვდეს გამოცდაზე. ძველი მასალის გადახედვა ამის შანსს გაძლევს. ამგვარად შეგეძლება განსაზღვრო, როგორ არის თემაში ამა თუ იმ საკითხზე პასუხი გაცემული და რას მოელიან შენგან. ხანდახან შენიშნავ, რომ გარკვეული ტიპის კითხვები წლიდან-წლამდე მეორდება. ეს მიგანიშნებს იმ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება შეგხვდეს. ასეთი სავარჯიშოებით, ცდილობ, მიხვდე, როგორ შეიძლება დაისვას შეკითხვა სხვადასხვა  სახით და ვარჯიშობ, სხვადასხვა ხერხით უპასუხო მათ.

იცოდე სქემის შედგენა

დარწმუნდი, რომ გამოცდისათვის მომზადების დროს, შეადგენ ძველი მასალის გამოყენების სქემას. არ დახარჯო დრო იმ საკითხებზე პასუხების გაცემისათვის, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდება ახლანდელ მასალას. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაეკითხოთ ლექტორსაც.

გამოყავი დრო საკუთარი თავისთვის

გააცნობიერე, თუ რამდენი ხანი გრძელდება თითოეული გამოცდა და სახლში მომზადების დროსაც დაუნიშნე თავს იგივე დრო.

არ გაგეფანტოს ყურადღება

ეს იქნება მობილური, ინტერნეტი თუ მეგობრებთან ურთიერთობა. გაარკვიე, რამ შეიძლება მიიქციოს შენი ყურადღება სწავლისას და ეცადე, თავიდან მოიშორო ის. ეს მხოლოდ დროის შედარებით პატარა პეროიდია, რასაც უნდა გაუძლო და რომლის შედეგსაც მალე ნახავ.

ითხოვე დახმარება

თუ შეგექმნა პრობლემა საკითხის გადამეორებისას, არ გაჩუმდე, ითხოვე დახმარება. სხვა სტუდენტებმა შენი ჯგუფიდან შეიძლება იციან პასუხი იმ საკითხზე, რომელიც გაინტერესებს. გაესაუბრე იმ სტუდენტებსაც, ვისაც ეს გამოცდა გასულ წელს ჰქონდა. აგრეთვე იმათაც, ვინც ეს საგანი წარმატებით ჩააბარა, სთხოვე მათ, იქნებ გაგიზიარონ თავიანთი წარმატების ფორმულა. აგრეთვე, თუ არსებობს ვინმე, ვინც იცის, როგორ უნდა დაგეხმაროს, თუნდაც ეს თქვენი ლექტორი იყოს, ჰკითხეთ მასაც.

არ გადაიღალო

ძალიან კარგად ვიცით, როდის და რა ვისწავლოთ, მაგრამ თუ კარგად არ დავისვენებთ, გაგვიჭირდება, ისე პროდუქტულად ვისწავლოთ, როგორც გვჭირდება. დარწმუნდით, რომ კარგად დაისვენეთ, განსაკუთრებით კი გამოცდის წინა ღამეს.

მიჰყევი გეგმას

სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მიჰყვე სასწავლო ცხრილს და შენს გეგმას. ეს არის, ალბათ, ყველაზე რთულად შესასრულებელი ნაწილი, თუმცა მერწმუნეთ, ეს ამად ღირს.

თქვენ მიაღწევთ წარმატებას!

თარგმნა მარიამ ნებიერიძემ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები