სტუდენტური თვითმმართველობების მხარდაჭერის პროგრამა

განათლება

სტუდენტური თვითმმართველობების მხარდაჭერა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს . 2013 წლიდან სამინისტროს მხარდაჭერით სტუდენტური თვითმმართველობების კომისია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტუდენტური თვითმმართველობის ერთიანი სისტემის შემუშავებაზე.

2014 წლის 26 -30 აპრილის ჩათვლით სტუდენტური თვითმმართველობების კომისიის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ბაზალეთის ტბის სასტუმრო კომპლექსში.

კომისიის შეკრების მთავარი მიზანი იყო სტუდენტური თვითმმართველობების ერთიანი სტრუქტურისა და ეთიკის კოდექსის შემუშავება და დამტკიცება.

ერთიანი სტრუქტურის შესაქმნელად სამუშაოები 2013 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა სხვადასხვა სასწავლებლების სპეციფიკიდან გამომდინარე საერთო გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

სტუდენტები ასევე გამოვიდნენ ინიციატივით შექმნილიყო სტუდენტური თვითმმართველობების ეთიკის კოდექსი.

სამდღიანი განხილვის შემდეგ ახალგაზრდებმა მოახერხეს შეექმნათ თვითმმართველობების სტრუქტურისა და ეთიკის კოდექსის კომისიის ყველა წევრისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმულირება.

29 აპრილს, შემაჯამებელ სხდომაზე, ხანგრძლივი განხილვის შედეგად ორივე დოკუმენტი წარმატებით დამტკიცდა და უახლოეს მომავალში წარედგინება საზოგადოებას.

წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები