227-ე „ელ კლასიკო“ მადრიდელთა გამარჯვებითა და სამეფო თასის მოპოვებით დასრულდა

სპორტი

მიმდინარე სეზონში ბოლო, ხოლო ისტორიულად – 227-ე „ელ კლასიკო“ ვალენსიურ „მესტალიაზე“ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში გაიმართა. მატჩი, რომლის დროსაც მსოფლიო ორად იყოფა, ემოციები კი პიკს აღწევს, დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრას გვიქადდა. ორივე გუნდი ფინალს დანაკლისით შეხვდა, კატალონიელებს პიკესა და ვიქტორ ვალდესის გარეშე მოუწიათ თამაში, ხოლო მადრიდელებს გაცილებით რთული სიტუაცია ჰქონდათ – სამი ხედირა, მარსელო და კრიშტიანო რონალდო არ იყვნენ კარლო ანჩელოტის განკარგულებაში. მიუხედავად რონალდოს არყოფნისა, მადრიდელებმა აქტიურად დაიწყეს შეხვედრა და მალევე გახსნეს ანგარიში: მე-11 წუთზე შესანიშნავი კონტრ შეტევა განახორციელა ბეილი-ბენზემა-დი მარიას ტრიომ და ამ უკანასკნელმა პინტოს კარი პირველად დალაშქრა (0:1). გოლის შემდეგ „ბარსელონას“ უპირატესობას აშკარა იყო, თუმცა ეს მხოლოდ ბურთის ფლობაში გამოისახებოდა, რეალი კარგად იცავდა თავს, მესი დაკარგული იყო, კატალონიელებმა უბრალოდ, არ იცოდნენ, რა ექნათ. პირველ ნახევარში მხოლოდ ალბას თავურს დასჯერდნენ, რომელიც კასილასისთვის უპრობლემო აღმოჩნდა.

მატჩიც კორექტული იყო, მთავარმა არბიტრმა – მატეო ლაოსმა მხოლოდ 3 ყვითელი ბარათი აჩვენა. მეორე ნახევრის დასაწყისშივე ხერარდო „ტატა“ მარტინომ მოედანზე ხორდი ალბას ნაცვლად ადრიანო შემოიყვანა. საწყის წუთებში არაფერი შეცვლილა – ბარსელონა ფლობდა ბურთს, რეალი კი კარგად თავს იცავდა. 48-ე წუთზე ბეილმა „შეამოწმა“ პინტო, ესპანელი მეკარე ამჯერად დამაჯერებელი იყო. მესი, ბოლო თამაშების მსგავსად, არც დღეს იყო ფორმაში, რაც ბარსელონას შედეგებზე ნამდვილად აისახება. მატჩის სურათი არ იცვლეობოდა ბარსელონა ცდილობდა, შეტევას რეალი კი სახიფათოდ პასუხობდა.  61-ე წუთზე ფაბრეგასის ნაცვლად პედრო შემოვიდა შეტევის გასაძლიერებლად, თუმცა 67-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა რეალმა, მაგრამ ჯარიმის გამო არ ჩათვალეს.

მეორე ტაიმში ბარსელონას პირველი არსებითად სახიფათო დარტყმა ცენტრალურმა მცველმა ბარტრამ შეასრულა, მანვე 68-ე წუთზე თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში 1:1, საგულისხმოა, რომ მიმდინარე სამეფო თასის გათამაშებაზე ეს პირველი გოლი იყო მადრიდელთა კარში. მატჩი გარდამავალი უპირატესობის რეჟიმში გადავიდა ორივე გუნდი უტევდა, იქმნებოდა მეტნაკლებად სახიფათო მომენტები, იგრძნობოდა, რომ გუნდები ემზადებოდნენ დამატებითი დროისთვის, მაგრამ დი მარია-ბეილის დუეტმა სწრაფი კოტრშეტევა განახორციელა, უელსემა სისწრაფეში აჯობა ბარტრას, გავიდა პინტოსთან პირისპირ და ანგარიში 2:1 გახადა, მადრიდელთა სასარგებლოდ.

ბარსელონამ შეუტია და უკანასკნელი სახიფათო მომენტიც შექმნა – შეხვედრის მიწურულს ნეიმარის დარტყმა ძელმა მოიგერია. საბოლოოდ მატჩი დასრულდა მადრიდის „რეალის“  გამარჯვებით, ანგარიშით 2:1, რამაც სეზონში პირველი ტიტული მოაპოვებინა მადრიდელებს.

ამ გამარჯვებით მადრიდულ გუნდს აქვს შესაძლებლობა, შეარსრულოს ტრებლი, ბარსელონას კი მხოლოდ „ლა ლიგის“ თასისთვის ბრძოლაღა დარჩენია.

საბოლოო სურათი „ელ კლასიკოს“ ისტორიისა კი ასეთია: მადრიდის „რეალი“ – 91 მოგება, „ბარსელონა“ – 88, ხოლო ფრედ 48 მატჩი დასრულდა.

მოამზადა ნიკა ქევხიშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები