“ოჰ, ეს ჭირვეული ქალები” – ასე ქვია კლიპს, რომლის პრეზენტაციაც დღეს აწსუს მწვანე დარბაზში გაიმართა. კლიპი გერმანისტიკის სტუდენტებმა გადაიღეს. მათ დახმარება ასისტენტ პროფესორმა ნინო შარაშენიძემ გაუწია. იგი სტუდენტებს სიმღერის ტექსტის შექმნასა და კლიპის სცენარის მომზადებაში დაეხმარა. სტუდენტების ნამუშევარი გერმანელმა პროფესორმა როლფ ცაიჰლერმა შეაფასა.
“არაჩვეულებრივი იყო. სტუდენტებმა დიდი სამუშაო გასწიეს. თავიდან ბავშვები ამბობდნენ, რომ სიმღერა არ შეეძლოთ, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. მადლობა სტუდენტებს და მათ ლექტორებს”.
ამ კლიპით აწსუშ-ი გოეთეს დღეები დასრულდა. გოეთეს დღეების აღნიშვნა 2 აპრილს დაიწყო იგი გოეთეს საეროთაშორისო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების და გერმანული ფილოლოგიის მხარდაჭერით ჩატარდა. გოეთეს დღეები თბილისშიც მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას აწსუს გერმანისტიკის სტუდენტებიც იღებენ. აღნიშნული კლიპის ჩვენება თბილისშიც იგეგმება.
ავტორი:ანა ჯიქია – studpress.ge