ჩემს ბათუმს!
ლაჟვარდოვან ცის, ცეცხლოვანი მზის
ქვეშ მხარე არის, მხარე ოცნების…
გაგონილს ნანახი უცვლით მათ მრწამსს,
ეს სილამაზე ამღერებს ხალხს!
ბათუმი ოცნების ქალაქად დგას,
მედეა ამაყად დაჰყურებს თავს,
და თავის საწმისს უძღვნის ქალაქს,
ის ხომ კაშკაშა ვარსკვლავსა ჰგავს.
თურქი და „ოსმალი“ შეგნატრის კვლავ,
მტერს თუ მოყვარეს „უბრმავებ“ თვალს,
გემებით ივსება ნაპირი და
გუგუნებს ბულვარზე სიმღერა კვლავ!
ბათუმო ყველანი შენ გიმღერიან,
ბათუმო გვიცანი?! ეს ჩვენი ხმებია,
ბათუმო ჩვენო სიზმრის ახდენავ,
აჭარის გულო და ლამაზო ფერიავ!
პიაცა ივსება ზღვა ხალხით და …
იწყება ვარსკვლავთა აღლუმი კვლავ,
გაისმის სოფიკოს გალობის ხმა,
პოსეიდონიც ამღერებს ზღვას!
საიდან აღარ მოდიან აქ,
ქართველ „პატარძალს“ უხრიან თავს!
ეს სილამაზე სამოთხეს ჰგავს,
შხაპუნა წვიმა უსველებს თავს!