Loudspeakers & Friends – მხარდამჭერი კონცერტი

ივენთი

 

8 აპრილს, თსუ-ს I კორპუსის სააქტო დარბაზში ქართული ინდი როკ-ჯგუფის Loudspeakers-ის მხარდამჭერი საღამო გაიმართა, სახელწოდებით: Loudspeakers & Friends. 

ღონისძიების მიზანი იყო ბენდის პოპულარიზაცია, რადგანაც, როგორც ვიცით, Loudspeakers ემზადება ესპანური ფესტივალისთვის. ამჟამად, ჯგუფი მონაწილეობს ფეისბუქ-კონკურსში, სადაც პირველი ადგილი უკავია. ფესტივალზე გასამგზავრებლად აუცილებელია სწორედ მაქსიმალური რაოდენობის ხმების დაგროვება (იხ. სტატია)

ბენდმა კონცერტი ტრადიციულად დაიწყო, სიმღერით – In this world, რომელმაც მაყურებლების ოვაცია და აპლოდისმენტები გამოიწვია. Loudspeakers-თან ერთად მოვისმინეთ მათი მეგობრების გამოსვლები, The Jetbirds-მა, მებომ, შოთა ადამაშვილმა მსმენელს მუსიკალური ნომრები შესთავაზეს.

კონცერტის დასასრულს როკ-ბენდი ე.წ. ბისზე გამოიძახეს, მათ კი შემოგვთავაზეს The beatles ცნობილი ქავერი – Come Together.

უნდა აღინიშნოს, რომ LOUDspeakers დღევანდელ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთი ბენდია, რომელიც ერთგულ მსმენელს ყოველთვის ხარისხიან და ემოციებით სავსე შოუს სთავაზობს.

ხატია ელიზბარაშვილი

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები