Loudspeakers საერთაშორისო ფესტივალ Arenal Sound-ში მონაწილეობისათვის იბრძვის

ივენთი

ქართული პოპულარული როკ-ჯგუფი Loudspeakers, ესპანეთში, საერთაშორისო ფესტივალ Arenal Sound-ში მონაწილეობისათვის იბრძვის.

მუსიკალური ფესტივალი ესპანეთში ამ ზაფხულს ტარდება და მისი ჰედლაინერები Placebo, Mando Diao, Die Antwoord, Biffy Clyro არიან.

Studinfo.Ge Loudspeakers-ს დაუკავშირდა და ფესტივალზე მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.

”ამ ფესტივალზე ასევე ტარდება კონკურსი ახალბედა და უცნობი ჯგუფებისთვის, რომელშიც ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, ჩვენც ვართ და ფესტივალზე დაკვრის საშუალება რომ მოგცენ, აუცილებლად პირველ ადგილზე უნდა გახვიდე, ანუ ყველაზე მეტი ხმა უნდა მოაგროვო და მაგისთვის ვიღწვით ახლა ჩვენ, და ისედაც ძალიaნ მნიშვნელოვანია ჩვენთვის მანდ რომ დავუკრათ და მემგონი მთელი ქვეყნისთვის იქნება ეგ მნიშვნელოვანი”.

იმისათვის, რომ ქართველი მსმენელისათვის საყვარელმა ჯგუფმა ფესტივალში მონაწილეობა შეძლოს, საჭიროა მხარდაჭერა და აქტიურობა, რაც ამ ლინკზე ხმის მიცემით უნდა გამოიხატოს.

აქვე განვამრტავთ წესებს, თუ როგორ უნდა დაალაიქოთ აპლიკაციაში ჯგუფი loudspeaker-ი.

ხმის მისაცემად:
1) უნდა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე:https://apps.facebook.com/arenalsound_bandas/
2) დაალაიქოთ აპლიკაცია და დააჭიროთ ღილაკს ENTRAR
3) შემდეგ ჩამოდით ცოტა ქვევით (არაფრის შევსება არაა საჭირო) და იქ ნახვათ ჯგუფს Loudspeaker და მის ქვევით დააჭირეთ ღილაკს VOTAR.

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწიელობას მხოლოდ პირველადგილოსანი ჯგუფი შეძლებს, ამიტომ თქვენი აქტიურობა გადამწყვეტია.

აქვე გთავაზობთ, ჯგუფის სოლისტის, ლევან ცხვარაძის ვიდეო მიმართვას.

[jwplayer mediaid=”11163″]

გიორგი ურუშაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები