2 აპრილი – აუტიზმის საერთაშორისო დღე, საქართველოში აღინიშნება 2007 წლიდან.
ღონისძიების მიზანია საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება, აუტიზმის მზარდი სიხშირის, მისი ადრეული ამოცნობისა და დროული მკურნალობის გამოსავალზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა.
2აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობისა და ნეიროგანვითარების ცენტრის ორგანიზებით თსსუ-ში აღინიშა აუტიზმის საერთაშორისო დღე. დღის განმავლობაში აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით დარიგდა ფლაერები.
12.30 საათზე უნივერსიტეტის ეზოში აუტიზმის მხარდასაჭერად სტუდენტების მიერ შეიკვრა აუტიზმის სიმბოლოს გამომხატველი ჯაჭვი და გაუშვეს ფრანები.
15.00 საათზე, ცისფერ დარბაზში აუტიზმის შესახებ კონფერენცია ჩაატარა მოწვეულმა პროფესორმა, ბავშვთა ნეუროპათოლოგმა და ნეიროგანვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა,დოქტორმა მაია გაბუნიამ. კონფერენციაზე დარიგდა ილუსტრირებული წიგნები აუტიზმის თემაზე, აქტიურ მონაწილეებს კი გადაეცათ აუტიზმის ლოგოთი გაფორმებული მაისურები. კონფერენცია დასრულდა ტორტის გაჭრის ცერემონიალით 🙂
როგორც ზემოთ აღვნიშნე ამ ღონისძიების მიზანი საზოგადოების ინფორმირება იყო, რომელიც, ვიმედოვნებ, მომავალში უფრო მასშტაბური ხასიათის იქნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ მედიცინის სფეროში ჩართული ადამიანები, არამედ საზოგადოების სხვა ნაწილიც, რაც უფრო მეტად გაუმარტივებს აუტისტ ბავშვებს და მათ ოჯახებს ცხოვრებას. საზოგადოების როლი ხომ უმნიშვნელოვანესია ასეთ სენსიტიურ საკითხებში.
რამდენიმე ფოტო აქციიდან :
რა არის აუტიზმი?
აუტიზმი და აუტისტური სპექტრის აშლილობები (ასა) განვითარების ზოგად აშლილობებს მიეკუთვნება და ახასიათებს პრობლემების არსებობა 3 სფეროში: მეტყველების, კომუნიკაციისა და ქცევის, რაც გამოვლინდება სამი წლის ასაკამდე. უკანასკნელ პერიოდშ ამ მდგომარეობათა სიხშირემ საგრძნობლად იმატა, 2012 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკა (88 ბავშვიდან 1) უფრო დამძიმდა და უახლესი ინფორმაციით 68 ბავშვიდა 1-ს აქვს აუტიზმი. კვლევებით დასტურდება, რომ ადრეული ამოცნობა და დროული, 24 თვემდე დაწყებული ჩარევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსავალს – 2-ჯერ იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ახერხებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას.
უფრო დაწვრილებით, აუტიზმის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებ გვერდზე www.autism.ge
ბლოგერი BUTTERFLY Studinfo.Ge-თვის.