[blockquote style=”3″]ცოტა რამ პეტრე ხვედელიძის შესახებ[/blockquote]
27 მარტს ვაშინგტონში 95 წლის ასკში უხუცესი ქართველი ემიგრანტი და საზოგადო მოღვაწე პეტრე ხვდელიძე გარდაიცვალა. მისი განვლილი ცხოვრება მთლიანად საქართველოსა და ქართველებს ეძღვნება.
Studinfo იზიარებს სრულიად საქართველოს დანაკლისს და ისურვებს ღმერთმა უმრავლოს საქართველოს პეტრე ხვედელიძის ნაირი მამულიშვილები.
პეტრე ხვედელიძე – 1918 წელს, თბილისში დაიბადა.
21 წლის ყმაწვილი სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა. სამი თვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.
1941 წლიდან წითელარმიელის მუნდირით ფრონტზე პეტრე ხვედელიძეც იბრძვის. 1941 წლის ივნისში პეტრე ხვედელიძის სამხედრო ნაწილი ბესარაბიაში იდგა. პირველი შეტევის დროს სამი კვირა მიდიოდნენ აღმოსავლეთისაკენ, რადგან სამშვიდობოს გაეღწიათ. ამ დროისთვის გერმანელებს ბევრი წითელარმიელი ჩაეგდოთ ტყვედ. მელე ქართველის ნაწილი ალყაში მოექცა. პეტრეს ასეული რომელიღაც დივიზიის არტილერიის დასაცავად გააგზავნეს. ის ადგილი კი უკვე გერმანელებს დაეკავებინათ. ფაშისტებისგან თავის დაღწევა შეუძლებელი არმოჩნდა, მათ პეტრე ხევედელიძე და მისი თანამებრძოლნი ტყვედ აიყვანეს.
როცა გრმანელები დარწმუნდნენ, რომ დამარცხება გარდაუვალი იყო, ე.წ. კავკასიური ნაწილების მოშორება გადაწყვიტეს და ომის დასასრულს საფრანგეთში გოდაისროლეს.
ოთხი წლის შემდეგ ქართული ლეგიონი ვიეტნამის ომში მონაწილეობს.
„ტყვეობის შემდეგ, აღარ მიფიქრია სამშობლოში დაბრუნება, არა იმიტომ რომ გამინელდა სამშობლოს სიყვარული, უბრალოდ ომის წლებმა კიდევ უფრო გამიმძაფრა შეურიგებლობის გრძნობა საბჭოთა რეჟიმის მიმართ, რომელმაც ჩემი უდანაშაულო ორი უფროსი ძმა იმსხვერპლა,“- იხსენებს პეტრე ხვედელიძე.
1951-1956 წლებში პეტრე ხვედელიძე პარიზში ცხოვრობდა. სწორედ ეს პერიოდი გახლდათ დიიდი მეგობრობის დასაწყისი, რომელიც პეტრე ხვედელიძესა და ლევან ზურაბიშვილს აკავშირებდათ.
1956 წელს დასრულდა პეტრე ხვედელიძის პარიზული ცხოვრება და ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
აქვე ამთავრებს რადიოკორპორაციის ტექნიკურ სასწავლებელს. 1958 წელს შტატების ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრად ირჩევენ.
ქართველის ამერიკული ცხოვრებაც მთლიანად თანამემამულეებს ეძღვნება. უცხო ქვეყანაში ჩასულ ქართველებს გვერდით ედგა, ფუფუნებაში არ უცხოვრია, თუმცა ქართველთათვის ბანკეტის გადახდა არასოდეს დავიწყებია.
1967 წლიდან მუშაობდა რადიო „ამერიკის ხმის“ ქართულ განყოფილებაში. 1985 წელს ასრულებს მუშაობას და გადის პენსიაზე. უკვე პენსიონერი ემიგრანტი ზრუნავდა ქართველებზე.
უხუცესი ემიგრანტი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ავღანეთში დაშავებული ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც ვაშინგტონშ მკურნალობდნენ.
პეტრე ხვედელიძის ცხოვრების დეტალებს, მის წერილებს მეგობრებისადმი ეძღვნება ციცინო ჯერვალიძის წიგნი, „პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით.“
უხუცესი ემიგრანტის 95 წლის იუბილეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფილმი მიუძღვნეს.
ფრაგმენტები ფილმიდან
[jwplayer mediaid=”11458″]