17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ელიტ-რაუნდში ითამაშებს

სპორტი

საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ორ დღეში ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ითამაშებს. ნოდარ აკობიას გუნდი უკვე გაემგზავრა სერბეთში.

მთავარმა მწვრთნელმა ელიტ-რაუნდის სამი მატჩისთვის ნაკრებში ამ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები
: ოთო გოშაძე (თბილისის „საბურთალო”), ბექა ქურდაძე (თბილისის „საბურთალო”)
მცველები
: რატი კაკიაშვილი (თბილისის „საბურთალო”), ცოტნე ნადარაია (თბილისის „საბურთალო”), გიორგი თვარაძე (თბილისის „საბურთალო”), გიორგი ქობულაძე (თბილისის 35-ე სკოლა), თორნიკე გაფრინდაშვილი (თბილისის 35-ე სკოლა), ვატო მურჯიკნელი („დიუსელდორფი”, გერმანია), ირაკლი კამლაძე (თბილისის „ლოკომოტივი”)
ნახევარმცველები
: ლადო მამუჩაშვილი (თბილისის „საბურთალო”), გურამ გოშთელიანი (თბილისის „საბურთალო”), ირაკლი კომახიძე (ქობულეთის „შუქურა”), გიორგი ბერიძე (გორის „დილა”), გიორგი კიკნაძე (თბილისის „ლოკომოტივი”), ნიკა ქორიძე („რეჯანა”, იტალია)
თავდამსხმელები
: გიორგი ჯობავა („ოსერი”, საფრანგეთი), გიორგი არაბიძე (თბილისის „ლოკომოტივი”), ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი”)

ქართველი 17-წლამდელები პირველ შეხვედრას 26 მარტს, დაბა პეცინცში გერმანელების წინააღმდეგ ჩაატარებენ. 28 მარტს, დაბა სტარა რაზოვაში მეტოქე მასპინძელთა გუნდი იქნება, 31 მარტს კი აკობიას გუნდი ბელგრადში ირლანდიელების წინააღმდეგ იასპარეზებს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდის საგზური შარშან, ოქტომბერში, თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირში მოიპივა: აკობიას გუნდმა შინ სან მარინოს 3:1, ხოლო ფარერის კუნძულებს 2:0 სძლია, ჰოლანდიასთან კი 0:1 დამარცხდა.

სამინისტროს პრესსამსახური

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები