„ძიუდო ჩვენი სპორტია“, – ლევან ყიფიანი

სპორტი

Judo-Grand-Prix-Tbilisi-20145 (1)4 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაოს მედალი და გუნდური პირველი ადგილი – ამ შედეგით დაასრულა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე ასპარეზობა, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლემ 21-23 მარტს უმასპინძლა.  ტურნირში მსოფლიოს 25 ქვეყნის 200-ზე მეტი ძიუდოისტი მონაწილეობდა, მამაკაცთა და ქალთა შორის 7-7 წონით კატეგორიაში.

თბილისის გრან პრი და ქართველ ძიუდოისტთა ასპარეზობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა შეაფასა:

„ქართველი ძიუდოისტების წარმატებით ასპარეზობას ვულოცავ გულშემატკვარს. 4 ოქრო ადვილი მოსაპოვებელი ნამდვილად არ არის. ტურნირი მაღალ დონეზე ჩატარდა, რაშიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია დაგვეხმარა. მომავალში ეს ტურნირი უფრო წარმომადგენლობითი გახდება, როცა მას ლიცენზიის გამცემი ტურნირის მოწმობა მიენიჭება.   ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად   ძიუდოს სკოლების გახსნის პროგრამა გვაქვს, რისი განხორციელებაც უკვე დაწყებულია.  ძიუდო ჩვენი სპორტია, რაც მეტ პოპულარიზაციას გავუწევთ ამ სახეობას, მეტი წარმატება ექნება და საქათველოს ჰიმნი საერთაშორისო ტურნირებზე ბევრჯერ გაიჟღერებს.“

ხატია ცარციძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები