ევროკავშირმა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი პროექტი, სახელწოდებით ,,ევროკავშირი და შენ” შესთავაზა. ტესტირებისა და რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ მონაწილეებს პირველი ლექცია ცნობილმა ისტორიკოსმა და ,,რა, სად, როდისის ?” მონაწილემ თემურ პაპასკირმა ჩაუტარა. იგი ერთ-ერთი იყო იმ სპიკერთაგან, ვისი ჩამოყვანაც პროექტის ფარგლებში იგეგმება.
სალექციო კურსი ძირითადად ევროკავშირს, მის ურთიერთობებს აღმოსავლელ მეზობლებთან და განსაკუთრებით საქართველოსთან ეხება. მისი მიზანია ახალგაზრდებმა შეისწავლონ და გააანალიზონ ევროკავშირი სხვადასხვა კუთხით, რაც ამ ორგანიზაციაზე სრულყოფილ ცოდნას უზრუნველყოფს.
პროექტის ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცემა, მათ სამი საუკეთესო კი ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის ევროინტეგრაციისა და საგარეო პოლიტიკით მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებში.
სოფიკო თინიკაშვილი,
გორის სასწავლო უნივერსიტეტი