Wings for Life World Run

სპორტი

2014 წლის 4 მაისს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.

დარეგისტრირდი ვებ-გვერდზე:

www.wingsforlifeworldrun.com/ka/locations/kakheti/

ღონისძიებიდან შემოსული სრული თანხა გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

კახეთი ლოპოტის ტბის ჩასახვევთან, 10 კილომეტრში თელავი-ყვარელის გზატკეცილიდან. რბენა დაიწყება ჩვენი დროით 14:00 საათზე.

1779114_250704311767783_1710964832_n

Wings for Life World Run- ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული
ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური „ფინიშ მანქანა“, რომლებიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს – 20 კმ/ს – 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები