[jwplayer mediaid=”10883″]
10 მარტს სპორტკომპლექსმა არენამ მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა ახალგაზრდებს შორის. ჩემპიონობისათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 21 და 18 წლამდე ბიჭები და ასევე გოგონები იბრძოდნენ, მონაწილეთა საერთო რაოდენობამ კი 200-ს გადააჭარბა.
21 წლამდელებმა ჩემპიონები 6 წონით კატეგორიაში გამოავლინეს (60, 65, 70, 75, 80 და + 90), 18 წლამდელები 4 წონით კატეგორიაში იბრძოდნენ, (60, 70, 80 და + 80), გოგონები კი 2 წონით კატეგორიაში (65 და + 65).
ჩემპიონატი 10:00 საათიდან დაიწყო, ფინალურმა შეხვედრებმა კი 17:00 საათისათვის აიღო სტარტი. საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის – ერეკლე გურჩიანის განცხადებით, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ახალგაზარდული ნაკრები, რომელიც ბაქოში გასამართ ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
წყარო: http://msy.gov.ge/