„ოქეი“ სუპერლიგის სპონსორი გახდა

სპორტი

სუპერლიგას ტექნიკურ სპონსორობას ტექნიკის სახლი „ოქეი“ გაუწევს.

6 მარტს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის  1-წლიან მემორანდუმს  ხელი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ და „ოქეის“ მმართველმა პარტნიორმა ბაადურ კოპლატაძემ მოაწერეს.

მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ბაადურ კოპლატძე:  ჩვენთვის დიდი პატივია კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობა, არამხოლოდ ეროვნული ნაკრების სუპერლიგის მხარდაჭერაც საჭიროა, ქვეყანაში კალათბურთის განვითარებისთვის. „ოქეი“ კალათბურთის ფედერაციას ტექნიკური საკითხების მოგვარებაში დაეხმარება.

მიხეილ გაბრიჩიძე:  კალათბურთის ეროვნული ნაკრების განვითრაების საფუძველი სუპერლიგის განვითარებაა. აუცილებელი ციფრული ტექნიკით  კომპანია „ოქეი“ მხარში დაგვიდგა. მათი დახმარებით სუპერლიგას გავმართავთ. ასევე „ოქეი“ საიტის ტექნიკურ მხარესაც უზრუნველჰყოფს.

ხატია ცარციძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები