დაძაბული თამაშის მომსწრე გახდა კალათბურთის აკადემიაში შეკრებილი გულშემატკივარი, სადაც საქართელოს თასის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში „სოხუმმა“ „დინამოს“ უმასპინძლა. ფინანსური პროლემების მქონე გუნდმა „სოხუმმა“ სუპერლიგის ლიდერ „დინამოს“ 6 ქულით – 70:64 სძლია.
მატჩისა და გუნდში არსებული პობლემების შესახებ სოხუმის მწვრთნელმა და მოთამაშემ ისაუბრა.
ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „გავმეორდები კიდევ ერთხელ და ვიტყვი, რომ დღევანდელ შეხვედრაში “დინამო” უდავო ფავორიტი იყო, რომელიც ძლიერია ყველა კომპონენტში და მას ყველა პირობა გააჩნია, დროული ხელფასი თუ ბაზა. მადლობა ჩემს ბიჭებს, მოგეხსენებათ ჩვენ გუნდში ფინანსური პროლემებია 6 თვეა ხელფასი არ მიგვიღია, ბიჭები ნამდვილი გმირები არიან, დავრწმუნდი, რომ მათ კალათბურთი ნამდვილად უყვართ. ყველას ვთხოვ დაგვეხმაროს, მათ შორის მთავრობას, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ.“
რატი ბააკაშვილი: „ფიანსური პრობლემების მიუხედავად, გამარჯვება შევძელით. საქართველოს პოტენციურ ჩემპიონს მოვუგეთ. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, განსაკუთრებით ჯერემი საიმონსს, რომელიც ასეთი პირობებისა და ტრავმის მიუხედავად მოედანზე მაინც გამოვიდა და ჩვენთან ერთად ითამაშა.“
„დინამო“ „სუხუმის“ მატჩის პარალელურად მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ქუთაისის საკალათბურთო დარბაზში „ქუთაისმა“ „არმიას“ უმასპინძლა, შეხვედრა იმავე ანგარიშით, იმერელთა გამარჯებით 70:64 დასრულდა.
ნახევარფინალური სერიის პასაპუხო მატჩები 1 მარტს, თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში (დინამო VS სოხუმი 15:00 საათზე, არმია VS ქუთაისი 17:00 საათზე) გაიმართება.
ხატია ცარციძე