…დიდი ხე თავისთვის დგას და იყურება

სტუდენტური შემოქმედება

                           *          *       *

დიდი   ხე   თავისთვის  დგას  და იყურება,

არავის   არ  ერჩის,  არავის    ებუტება,

თავისთვის   იყურება,  თავისთვის  იმზირება,

მაღლიდან  იყურება,  ცხოვრებას   აკვირდება.

დიდმა  ხემ  დაინახა

კაცმა  კაცი მოკლა,

მამამ შვილს დაარტყა,

დედამ  მოიშორა,

ძმამ  და არ დაინდო,

ბიძამ  ძმისშვილები,

კაცი  კაცს  არ  ინდობს,

და  მიწა  სისხლს  ითხოვს.

ირგვლივ  ყველაფერი  ტალახიანია:

მთები, მდელოები, ტყეები,  მინდვრები,

თვით  კაცთა  მოდგმა კი ამას  ვეღარა  გრძნობს,

ღმერთო,  შენ  გვიშველე  ამას  გევედრები.

 

ანი ოსიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები