ჟუჟუნა

სტუდენტური შემოქმედება

(აბსურდის ჩანახატები)

 ეძღვნებათ იმ ქალებს, რომლებიც ავტობუსში გაუგებარ დიალოგებს მართავენ

  

ჯვაროსანი

კონსტაბიზანტიონსტამბნტინოპოლის ზოლნაპიროზე ჩითკაბაგადავლებულთეძოხელმოცული წათვლემა საოცრად ჰგავდა ჩემს მოგონებებს. მე ჩამახსენდა ძალაცვლა სოფიას ცისფრად და წამოწოლისაც არ მომერიდა. განისლულში მშვიდად ვიცოდი მეჩეთის წინ წოლა არ გამაუბედურებდა. ანდა თავხედი რაიდან გამოვლაშქრდი? დასაბუგავად. დაბუგვის სიწმინდეთ ახირებას დავურჩი აქ. წოლა შემომრჩა სითავხედისგან, მაგრამ რა მიჭირს, ერთი თვე მზის ჩასვლამდე არ ვჭამ. საიდან სადაო? როგორღა? რისთვისაო? ვალს ვიხდი. ჯვრის დამკერებელ ქვეყანას ვუჩივი რაიდან ეგე შექანება? რაიდგან მე მაგ საქმეში გავყავი იმიდან აქ წოლაც და თავგაჩითვაც.

ულაგმო. აღვირახსნილი. მეც, ათასებთან. ქონების წმინდა სიკვდილი. სახელის დიადი მიზნები. მიქაელს ძალით მიბარება არაფერშუების.

მუსა. ჯაბრაილი. იასა. არ არის ძალდატანება რელიგიაში მიიწევს მსოფლიოსკენ ძალით ან ნებით. ღმერთი სიყვარულია  ჩამოურჩენლად ჯაბნის და იჯაბნება.

პირით მექისკენ ოცდაორჯერ ღმერთი უდიდესია, ვერტიკალურად მწვანე, თეთრი და წითელი. ახლადღარიბი მსოფლიო ანერვიულდა. სული რა შუაშია?

ჩალმა ვინმესთვის…  

 ჟუჟუნა

კვერცხის სულ მზეზე ვიფიცხებოდი. ზღვის სუნით ვსუნთქავდი. გემრიელი სიამოვნება იყო. დავძაბე ერთი კუნთი. დავძაბე მეორე კუნთი. დავძაბე ბევრი კუნთი ერთად და ერთბაშად ავდექი. აივნის ქვეშ ერთი დაბალი, მაგრამ ძლიერ დაფანჩვლული პალმის ქვეშ, ქვიშიანი ტანსაცმელი გაფენილ ჭილობზე, ფეხებქვეშ დავყარე და ქვეშ მომექცა. გავიშერი. საკმაოდ მზესუმზირებული თასით ვყიდი საქონელს. ოდნავ ღიპი მაქვს, მაგრამ სასიამოვნო ვაჭრობა ვიცი, თანაც ვაკნატუნებ. მე ჟუჟუნა ვარ, ორი ბაბუით. ერთი კომკავშირში იმ ზომამდე მუშაობდა რომ მხოლოდ ბადრიჯანს ჭამდა და კითხულობდა, მეორე კი მეჩეთის წინ იწვა.

 წითელი

-მიდეპეშე, მიდეპეშე ჩემო სულო ქართულო

კომკავშირის სკამზე ჯდომა რადაა ასე საამო?

ამხანაგო, თქვენ წარმატებას საზღვარი არ აქვს. მომილოცნია! ჭეშმარიტად სახალხო ორგანიზმში ეროვნული იდეალების გამტარებელი დიადი ადამიანი ბრძანდებით. დიდი ილიასა და აკაკის სასახელო მამულისშვილი. ტაში მეგობრებო, ტაში!

ყოჩააააააააღ! ყოჩააააააღ! (ტაში, ტაში, ტაში)

გულუწრფალი კურცხალი.

გული გულად გასა-მ-გული.

გავგული.1-სდი.

-მოდი გენაცვალე, აგერ  პიკასო, მონალიზი…

-რა ღირს?

-ლარნახევარი.

-რა ამბავია!

-ლარი ოცში გაგატან.

-არ მინდა.

-მოდი ლარში წაიღე გოგო. მეჩქარება წასასვლელი ვარ.

რიგის ბოლოში გავიდა გოგო.

-მთლიან მეშოკს თუ წაიღებ ოთხმოცში გაგატან. მოდი გოგო, მოდი…

-რა ღირს?

-ლარნახევარი.

-რა ამბავია! სადაურია?

-ახალციხის პიკასოა.

-ეს?

-მაგი მონალიზი.

-რა ღირს მერე?

-რამდენი გინდა შენ?

-რა ღირს მითხარი შენ და მე ვიცი რამდენს წავიღებ.

-რას მეთამაშები ამხელა ქალს, მითხარი რამდენი გინდა და დაგიკლო იქნება მერე.

-გადი, დამანებე თავი. ჩამოთრეულები ესენი.

მიდის რიგის ბოლოსკენ…

-ამაზე უკეთეს თუ იპოვნი მანდეთ, ცეცხლად ჭამე შემწვარიც და მოხარშულიც. ჩამოთრეული არა?! ღმერთმა არ მიგათრიოს სახლში. სულ თრევათრევით გეცხოვროს.

ბაჯაღლო კომბოსტო

ქურქი. ნაოჭებში ტალახჩამჯდარი ჩექმა. ჯოხი.

-ოქრო გოგო რა ღირს კარტოფილი?

-ლარნახევარი.

-ორმოცდაათად უნდა მომცე ჩემი ბაჯაღლო გოგო.

გვერდით იცინის ციცო. ბაჯაღლო გოგო პიკასოს სხვას უყრის ცელოფანში. უდევს კომბოსტო ციცოს.

-ჩემი ოქრო გოგო  კომბოსტო რა ღირს?

-ლარი.

-ორმოცში უნდა მომცე. ჰა ჩამიყარე.

-თავისი ფასიც არაა. შენ გამასულელებ?! ციცოს ღიპი უთამაშებს.

ქურქი ქანაობს, ჩექმა ირყევა, ჯოხი წრეს ხაზავს. გავიდა რიგის ბოლოში ბაჯაღლოობით ხელცარიელი.

ბაზრის დირექტორი გურამი

-აბა როგორ ვაჭრობთ გოგოებო?

საპასპორტო ღიმილი:

-კარგად, თქვენი წყალობით, ესაა რომ ბევრი არ გვეყიდება.

გურამს ვოლგა ყავს.

მისი ოჯახი ჭავჭავაძის პროსპექტზე, ხუთოთახიან ბინაში ცხოვრობს. გურამი და მისი ცოლი ბავშვის მოლოდინშია აგერ უკვე 30 წელი. ამ ხნის განმავლობაში დედაცა და დედამთილიც, მამაცა და მამამთილიც მიილია და ნათესაობა დედაქალაქში დაწინაურებული ახლობლის მოვლას ცდილობს. გურამი კმაყოფილია და ოდნავ დაღლილი: ქორწილით, ქელეხით, ბანკეტით, საერთოდ საპატიო შეხვედრებზე სიარულით, მაგრამ ხალხის გაწბილება არ შეიძლება.

-მოგწონთ ჩემი ვოლგა?

-კი ბატონო. თქვენი რაა არმოსაწონი. გაღიმებული ფოტო 3×4.

-ხოდა შრომა უნდა მაგას. მე 16 წლიდან ვმუშაობ. აბა როგორ გგონიათ თქვენ. იმუშავეთ, იმუშავეთ და თქვენც გექნებათ ვოლგაც და ყველაფერიც.

-თქვენ გაიხარეთ ცოლ-შვ… ოჯახში ბატონო გურამ. კარგი კაცი რომ ხართ მაგიტომაც გვიყვარხართ და პატივს გცემთ.

-აბა კარგად გოგოებო. გავაგრძელებ ჩემ საქმეს.

გურამს უმძიმს საქმის კეთება. ღიპის ტარება ადვილი არაა, თანაც თუ გზა ოღროჩოღროა და ამდენჯერ უნდა დაიხარო ფულის ასაღებად.

შრომა არასდროს ყოფილა ასე რთული.

აჰა, მიდის გურამი მძიმე საქმის საკეთებლად რიგის ბოლოში.

თბილისი

თბილისი ერთი პროვინციალური ქალაქია, დედაქალაქი საქართველოსი.

ბალახი ამოვიდა მდელოზე. აფერისტი, ხისთავიანი, ვირი, ზანტი და ა.შ. საქართველოს კუთხეებია. იქ იბადებიან ადამიანები. ისინი იზრდებიან და მიდიან თბილისში. გურამი, ციცო და ძვირფასის გამყიდველი, „ჩამოთრეულების’’ ავტორიც თბილისში ჩამოვიდნენ. ვოლგაც ჩამოსულია, ჭავჭავაძის გამზირი კი აქ დაიბადა. ალბათ ისეთი დროც იქნება ბევრი საბერძნეთში ან თურქეთში რომ წავა, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საქართველოს მმართველი თამარ მეფეა. ყველა ერთმანეთის კარგი მეგობარია და ბალახი ბიბინებს.

ოპერა

საქართველო ღვინის სამშობლოა, ამიტომ აქ ოპერაცაა. ეს ზვიადად კულტურული დაწესებულება ხალხს ასპარეზს აძლევს. თავის გამოჩენა კი ყველას უნდა. ასპარეზი მრავალი ქვეასპარეზებისაგან შედგება. პირველი ,მათ შორის, არის  გრძელი მაგიდა. ტრადიციულად იგი რამდენიმე სართულიანია. სართულებზე იფინება ათასწლოვანი კულტურის მონაპოვარი. აუცილებელია განსაკუთრებული, ყელიანი, ქვაბებიც, რომლებიც სასმისის ფუნქციას ასრულებს. ამ ასპარეზზე გამოსვლა მრავალი წლის აღზრდისა და შრომის  შედეგად თუ შეიძლება. აღზრდა, პირველ რიგში, მაგალითის საფუძველზე ხდება და იწყება დაბადებიდან. მამლაყინწობის ასაკში ( ასე ეძახიან აქ 10-12 წლის პერიოდს ) კი პრაქტიკის დრო დგება. რამდენიმე წელიწადში, თუ სწავლამ და შრომამ შედეგი გამოიღო, ასპარეზზე გასვლაც კი შეიძლება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მამაკაცების პრეროგატივაა, თუმცა ღმერთმა ქალი კაცისთვის შექნმა და ამიტომ ქალებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროცესში.

მეორე და არანაკლებ ღირშესანიშნავი ასპარეზია უმანკოება. ეს მხოლოდ და მხოლოდ ქალის საქმეა, რადგან კაცს განძი არ გააჩნია, ქალს კი ის მოჭარბებული აქვს. აქ შესრულების სირთულის მიხედვით რამდენიმე შემთხვევა უნდა გამოიყოს:

  1. მდედრი არხეინად არიგებს განძს და ამაში ფულს იღებს.
  2. მდედრი არხეინად არიგებს განძს და არასდროს თხოვდება.
  3. მდედრი არხეინად არიგებს განძს და განძის კვლავ მოპოვების შემდეგ თხოვდება.
  4. ქალი ზომიერად არიგებს განძს და საჭირო დროს თხოვდება.
  5. მდედრი თხოვდება 16 წლის ირგვლივ წლებში.
  6. მდედრი თხოვდება 25 წლამდე.
  7. მდედრი თხოვდება 30 წლამდე.
  8. მდედრი თხოვდება 40 წლამდე.
  9. მდედრი თხოვდება 50 წლამდე

      10. მდედრი თხოვდება 60 წლამდე.

      11. მდედრი საერთოდ არ თხოვდება.

მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 შემთხვევებში მდედრი განძს გასცემს ქორწილის შემდეგ და სიცოცხლის ბოლომდე 1-2 ჯერ თუ მოუწევს განმეორებით ამის გაკეთება, რადგან არსებობენ პირველი და მეორე შემთხვევები და ყველა კმაყოფილია.ეს ქართველობის საფუძველია და ამაზე დგას ქვეყანა, თუმცა მე-4 ვარიანტი არსებობს. მე-11 ვარიანტები კი კბილებს ილესავენ ყველა დანარჩენ ადამიანზე. აღსანიშნავია ის, რომ ამ ძირითადი ვარიანტების სხვადასხვა ვარიაციებიც არსებობენ.

მესამე ასპარეზი მეტად რთულია, რადგან ის უსწავლელობას, უსაქმურობასა და უაზრობას მოიცავს. ამ ასპარეზზე გამოსულებს მუდამ უჭირთ ცხოვრება, რადგან არასდროს აქვთ შესაფერისი პირობები და ამაში ყველაა დამნაშავე გარდა საკუთარი თავისა.

ასპარეზების რაოდენობა დღემდე დაუდგენელია. ცნობილია მხოლოდ მათი მრავალათასწლოვანი ისტორია.  ოპერა დიდი შენობაა, ასევე მრავალწლიანი ისტორიით და იგი მეტად დიდ როლს თამაშობს ამ ქვეყნის ცხოვრებაში. ოპერაში დაუღალავად იღწვის ერი. დაახლოვებით 5 წლის წინ კი აქ აღმოაჩინეს მკივანა ხალხი, რომლებიც ამტკიცებდნენ ვმღერივართო. ბალახი ჯეჯილობს.

ციცო ომნიბუსში ავიდა. ციცოს გრძელი, სქელი, შალის თავსაფარი აქვს შემოხვეული  თავზე და მუცელზე. კომბოსტოს გარდა ციცო თავის მომსახურებასაც ყიდის. იგი გურამთან მუშაობს დამლაგებლად. ე.ი. გურამი ციცოს ორმაგი უფროსია.

ომნიბუსი გაჩერდა და ციცო ჩამოვიდა. სახლში, რა თქმა უნდა, არავინ იქნებოდა. ნაირა, გურამის ცოლი, თავის საქმეებზეა (  თმის დავარცხნა, მანიკური, პედიკური, თავის მოვლის საშუალებების და ტანსაცმლის ყიდვა. რთულია, რთული ამხელა საქმის კეთება )  წასული, გურამი კი… გურამი ყოველთვის დაკავებულია.

ციცო საძინებელში შევიდა. ტრილიაჟის წინ დაჯდა. გვერდზე თავისი ტომარა დაიდო. გახსნა. ამოიღო კომბოსტო. ერთი ფურცელი მოაგლიჯა და სახეზე დაიდო, კანს უხდებაო. მერე ნელა, თავგადაწეული მივიდა საწოლთან და დაწვა. ციცო მეჯლისისთვის ემზადება. მზარეული , ამ შემთხვევისთვის, საგანგებოდ შექმნილ კულინარულ შედევრებს ამზადებს. მოსამსახურეები სახლს ალაგებენ, რთავენ, სუფრას შლიან. ციცო კი ფიქრობს გვედზე რომ ოთახი-გარდერობია იქიდან რომელი კაბა უნდა ჩაიცვას და ამასობაში თავსაც ილამაზებს, თან ტანწერწეტაა.

კანის და განწყობის გაახალგაზრდავების შემდეგ კმაყოფილმა ციცომ კვალი წაშალა და გაბადრული სახით შეუდგა საქმეს.

ციცომ სახლი ბაზარზე მეტად დაასუფთავა. სტუმრებს სახლს აყრილს ვერ დაახვედრებდა.

ულვაშები ახმახია სუფრაზე,  ყანწს აკვდება ზედ. ყლუწდი. ტვინი ბუჟობს. ა-თა-მა-შ-და საყლაპავი. გაიბერა მუცელი. ფენა ფენას წნეხს. ფიცარი, წყალი, ფიცარი, წყალი, მორი, ბიდონი, ხე, ცისტერნა, ტყე და მდინარე. შენ გენაცვალე.

 ოპერა სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.

 -ნინელი იმდენად ამაზრზენია, რომ… მწ…მწწწ… ნერწყვი. მწვანილს გავს, ბაზარში რომ იყიდება ისეთს.

-იცი, ნანი, ვუყურებ და მართალი ხარ.

-ხო. დამისხი რა. აი ეგ. არა, გვერდითა. საერთოდ ეს ასე ხდება. მე რაც გათხოვილი ვარ იშვიათად შემხვედრია ისეთი ქალი, რომელიც ბაზრის მწვანილს არ გავდა. დედაჩემი ულამაზესი ქალი იყო. ვერაზე გაზრდილი. მამაჩემი ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა იმ პერიოდში იქ რომ მართლა ბობოქრობდა ინტელიგენცია. თბილისში რომ ჩამოვიდა დაინახა ეს არაჩვეულებრივი სილამაზის ქალი და თავისი მსოფლმხედველობა სხვა გზას არ უტოვებდა, მიუტანა ერთი გრუზავიკი ვარდები და პირდაპირ სახურავიდან გადმოფანტა. დედაჩემს რომ გაღვიძებია ეგონა ვარდების თოვლი მოდისო. დიდი სიყვარული ქონდათ ჩემ მშობლებს.

-მახსოვს, მახსოვს ნანი. მე ეგეთი ცოლქმრობა არ მინახავს. ზღაპარი ხალხი იყვნენ.

-ხოდა აი მე ხო ლამაზ ქალად ვითვლები, მაგრამ დედაჩემი რაც იყო ეგეთი… ვერ მივალ იმასთან… ჩრდილი არ ვარ იმისი.

-გოგოებო, თქვენ ეხლა მაინც ახლები ხართ ამ წრეში და არ გახსოვთ ნანის მშობლები და მართლა ვისი და რამინი იყვნენ. ეს კი ძალიან იმდაბლებს თავს, მაგრამ არანაკლები ბრიჯიტ ბარდოა.

-რა ხარ შენ მაგული. მორცხვია ნანი.

-ბოდიში თქვენთან და სტუმრებს დავხედავ იქითაც. ერთი ხელი ერთის მარჯვენა მხარზე, მეორე ხელი მეორის მარცხენა მხარზე. სისათუთე. ლმობიერება. ტრადიციული თავაზიანობა და მარჯვენა, მარცხენა თეძო, მხარი ერთიანი და ორი ნაზი ხელით.

-გურამ აბა როგორ გრძნობენ თავს ჩვენი სტუმრები? სინაზე ღიმილშიც.

-ქალბატონო ნანი, გურამს რომ პატივს არ ვცემდე მოგიტაცებდით უეჭველი.

ხი-ხი, ჰო–ჰო…

-მეორე სართულზე ერთი ხაშლამა ჩაამატონ.

-კაი გურამ. ეხლავე ვეტყვი.

სამზარეულო ქარხანა დიდი დატვირთვით მუშაობს. ნანიმ ბრძანება თბილად გასცა. ყველა, რომ მისი გაზრდილია, ოჯახის მეგობარია რაა გასარჩევი?  შეივსო სუფრა.

გასინჯვიდან მსუქანი ტუჩების თქლაფი. ცხიმი. წურწური. არა ერთი. თითო სართულიდან ბევრი. აზელილი. ზედახორა-ტაშფანდური. ლოშნა-სიყვარული. ასპარეზი გაშლილია სადღა არის სხვები?

ნანის 7 და ჰყავს. სათითაოდ ყველა მოდის მასთან, მაგრამ ახლადროს სახლი ნანის დებით სავსეა. ნანის დებს ბავშვები ყავთ. ერთი გოგო და ერთი ბიჭი. გოგო კოხტა-კოპწია-წიპწიპაა. ბიჭი – პატარა. მკერდზე ორი ღინღლი აქვს. პერანგი ჩახსნილი. რას შეედრება კაცობის უღრან ტყეებს, მაგრამ ბალახი ჯეჯილობს.

-ოხ, მოვიდა ვაჟკაცი.

-გამარჯობა გურამი ბიძია.

-ღვინოს არ დალევ? დაუსხით, დაუსხით კაცი შემოგვემატა ასპარეზზე.

-უიმე გურამ გაჩერდი. უმცროსი და.

-ბიჭო ცოლი ხომ არ მოგყავს? ხახის ხმა სიცილი. სიწითლე ლოყებზე. დედაშენს უნდა ეკითხებოდე ღვინის სმას? ქალი თავზე არ დაისვა ბიძია.

-თქვენ გაგიმარჯოთ! ბიჭმა გადაჰკრა ჭიქა.

-ოჰ! ყოჩაღ! მალადეც!

გოგო ინაზება ამასობაში. კაბის ბოლოები ხელით დაიჭირა და ისე დაჯდა. მერე ეს ხელები მუხლებზე დაიწყო. უთამაშებს ტვინი, მაგრამ არაა საშველი. მალე გავაჟკაცდება კიდეც. ცოტა ხანში კარგი მსწავლელი, წესიერი, მოდურად ორიგინალური და გაფურჩქნული წყნარად მიასკდება იმავეს მე-5, მე-6 ვარიანტობისთვის.

გაგანია ასპარეზების გაშლაში თენდება 27 აპრილის დილა. ბუღია ბევრი. წლებისთავი. თავი. მრგვალი. შავად ამოყვანილი თვალი ორი. პატარა ცხვირი. ლოყებწითელი ტუჩი.

5-მანეთიანი. გვერდულად:

-ვაჟიკო ხანგრძელის დაუკრან.

-ეხლავე გურამ.

 თანამედროვე ტრადიციული კომპოზიტორის სიმღერა ყველას ახარებს.

-მოდი ერთი ჩვენი დიდი წინაპრების სადღეგრძელო შევსვათ ჩემო ტკბილო ხალხო. თქვენ რომ გიყურებთ იმედი მაქვს რომ მომავალი თაობებიც მათნაირი იქნება. დიდი მეფე იყო ფარნავაზი , მაგაზე დიდი არავინ ყოფილა და მას უთქვამს ტრადიცია ჩვენი საფუძველია, ძირი და საძირკველიო და ჩვენც ამ ცნებას მივსდევთ. მართალია დღეს ქვეყანა დაამხო ამ ქალმა, რა უნდა ქალს ქვეყნის სათავეში, მაგრამ აი ეს ახალი თაობა, ასეთები რომ გავზარდეთ, ააშენებს საქართველოს. აბა გაუმარჯოს ჩვენ ზეციურ საქართველოს.

-გაგიმარჯოს, გაიხარე, ამინ.

გურამ და ნანი გილოცავთ ქორწინების 31 წლისთავს.

.სამ.შობლოები უსამშობლოობით და.სამ.შლოობენ .სამ.შობლოში.

      მეფის ჩრდილში დასაგულად

            ჩევიჩრდილე

საღაცმშობლოები .სამ.შობლოში უსამშლოობით და.სამ.შლოობენ.

      მზესუმეფებელი ბლოები

.სამ.ღამშობლოში რამშობლოები უსამშლოობით და.სამ.შლოობენ.

      ებროებრ გამართულნი

.სამ.შობლოში საღამშობლოები დასამშლოობენ უსამშლოობით.

      რთულორეულნი ბევრად

.სამ.შობლოში უსამშლოობით და.სამ.შლოობენ საღამშობლოები.

 ძმები. მოოოოვვვვვვდიიიივაააარრრრრრრრრრ!!!

-მე გეტყვით თქვენ. არაადამიანები არიან. ისე მიაგდებენ ბავშვს ქუჩაში თითქოს ნაგავი იყოს. მოწევა უყვართ სიგიჟემდე. გაივლი-გამოივლი სულ თამბაქო აქვს ყველას გაჩრილი პირში. ჭამა-სმა უყვართ უზომოდ. მუცლის მონები არიან. ფუ! მურთხები, მურთხები, ტარაკნებს გვანან.  ჩაცმა მაგათ არ იციან და არაფერი. ყველას სხვადასხვანაირად აცვია. ეგაა მაგათი კულტურა. ერთი-ორი რაღაც უდგათ და ვითომ მუზეუმია ღია ცის ქვეშ. გაჩერდი ერთი რა! გამოპალტანდებიან ეს საშინელი ღიპიანი და ბანჯგვლიანი კაცები და რომ მიხვიდე და კითხო რა ღირსო გამოგლანძღავენ პირდაპირ. ერთს ისე ვუთავაზე ხმა ვეღარ ამოიღო.

-ვაიმე ნანი და როგორ გაუძელი იქ ყოფნას?

-ღმერთო ჩემო! ჩემი გურამის წყალობით. ეგ რომ არ მყოლოდა არ ვიცი რას ვიზამდი.

-უ რა ფანცქვალა გოგოები ყავთ! დილის 7 საათიდან რო გამოეფინებიან. საითაც არ უნდა გაიხედო ყველას სულ კისრიდან ეწყებათ ფეხები. მოკიდე, სადაც გინდა იქ გაიყვანე და … არავინ უარს არ გეტყვის.

-უ შე გენაცვალე გურამ! რა უგულავია ბიიჭს!

 ჩალმა ვინმესთვის, სამშობლო ჩემთვის.

დავბრუნდი, მაგრამ რა დავბრუნდი. სად გინდა წახვიდე? მომავალ თაობებზე ფიქრით ვიმშვიდო თავი? რა ვიცი.

 -ჟუჟუნ გოგო როგორ ხარ?

-უიმე გენაცვალე. შენ რას შვები?

-აი ხო მხედავ ვარ ესე გაბედნირებული. ორი შვილი მყავს. აი ქმარი ეგერ იქ რო კაცი დგას ეგაა, ხოდა მანქანაც მაგისიიიააააა… კრიჭი.

-დედაააა! როგორ გაგმართლებია გოგო.

-ხოოო! აქაოდა არაფერი მომხდარააა.

-წავედი, წავედი არ დამინახოს თორემ გამლაძღავს.

-რაზე?

-არაფერი ისე.

სადღაც ზევითაა, ბორძიკით. მოტკეცილი უზომოდ. გადასმული აქვს.

სად იშოვა ამ ერთმა ბოზმა ქალმა ეს კაცი? კი აქვს ტან-ფეხი კარგი და სახეც ლამაზი აქვს, მაგრამ საიდან მოახერხა ამასთან დაკავშირება? მურტლიანი, ძინძღიანი გოგო იყო და მისდღემჩი კარგად მაგას არ ეცვა და არაფერი. მდაააააა! სემიჩკაააააა! სემიჩკაააააა!!!

ირაკლი სალია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები