„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფინანსური განათლების სფეროში მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას და საშუალებას მისცემს ნებისმიერ მსურველს, დაეუფლოს ფინანსურ ცოდნას მისთვის სასურველ დონეზე.
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მოიცავს ბიზნესის სკოლას და რამდენიმე თანამედროვე განათლების ცენტრს:
მომხმარებელთა ფინანსური განათლების ცენტრს
სასერტიფიკატო სწავლების ცენტრს
პროფესიული განათლების ცენტრსა და
დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრს.
ამრიგად, „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ გათვალისწინებულია პროგრამები აბიტურიენტებისთვის, უკვე დასაქმებული და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის, რიგითი მომხმარებლებისთვისა და საკუთარი ბიზნესის მფლობელთათვის.
2014 წელის სექტემბრიდან „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლა შეთავაზებს სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას ფინანსებში. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მოხდება 50 სტუდენტის მიღება. მათგან საუკეთესო 10 სტუდენტი მიიღებს 100%–იან დაფინანსებას „საქართველოს ბანკისგან“, შემდეგი 20 სტუდენტი კი შვიდწლიან, 0%–იან სტუდენტურ სესხს.
წყარო: Facebook-ის ოფიციალური გვერდი