აგნეს დეინის ტანსაცმლის ხაზი “Title A”

მოდა

ცნობილი ბრიტანელი მოდელი, აგნეს დეინი, რამდენიმე წელი არ ჩანდა მოდის ინდუსტრიაში. გოგონა, რომელიც ცნობილია როგორც მოდელი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული, ეპატაჟური ჩაცმის სტილი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო და წარმოადგენდა ერთგვარ ინსპირაციის წყაროს მრავალი ადამიანისთვის.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ 2014 წლის გაზაფხულზე, აგნესი საკუთარ ტანსაცმლის ხაზს უშვებს, რომელსაც “Title A” დაარქვა. პირველ კოლექციაში გოგონა გვთავაზობს ხავერდის კაბებს, ქალზე მორგებულ მამაკაცის შარვლებსა და კოსწუმებს, დიდი ზომის პალტოებსა და კლასიკურ კაბებს. ტანსაცმლის შეძენა შესაძლებელი იქნება მისაღებ ფასად, “Title A”-ს ვებ გვერძე: http://titlea.com/

title-A-1 title-A-2 title-A-3 title-A-4 title-A-5 title-A-6 title-A-7 title-A-8 title-A-9 title-A-10 title-A-11 title-A-12 title-A-13 title-A-14 title-A-15

მარიშა მინაზარიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები