ზამთარი ნელ-ნელა იწურება (საბედნიეროდ) და დადგა დრო, ვიზრუნოთ საგაზაფხულო გარდერობის განახლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი სეზონის ტანსაცმლის ნაწილი წელსაც გამოგვადგება, არსებობს რამდენიმე “MUST HAVE” 2014 წლისთვის.
1) შარვლები
ვიცი, რომ ქართველი გოგონების უმრავლესობა წელსაც აერიდება ე.წ „შლაქსების“ ჩაცმას, თუმცა, ვინც გაბედავს, იქნება ნამდვილად მოდური და „ტრენდული“ ამ სეზონზე. ფართო ტოტებიანი შარვლები წარმოდგენილია 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის ძალიან ბევრ კოლექციაში. Victoria Beckham, Salvatore Ferragamo, Michael Kors, Valentino, Mulberry და მრავალი სხვა ავტორიტეტული მოდის სახლი გვირჩევს, აუცილებლად შევიძინოთ მოცემული ნივთი ამ სეზონისთვის.
აგრეთვე, მოდაშია ე.წ ათლეტური სტილის შარვლები.
2) ქვედაბოლოები
ამ სეზონის ნამდვილი ჰიტია გამჭირვალე ქვედაბოლოები, რომლებსაც გვთავაზობენ Burberry, Antonio Berardi და სხვები.
ასევე, საკმაოდ აქტუალურია „სავსე“ ქვედაბოლოები, საშუალო სიგრძის ან გრძელი.
ნაკეცებიანი ქვედაბოლო – ის, რაც უდაოდ უნდა იყოს შენს გარდერობში ამ სეზონში!
3) კაბები
კეიტ მოსის საყვარელი, ე.წ “Sleep” კაბები ნამდვილად გამოგადგებათ წელს.
გრძელი, ბოჰემური კაბები ვალენტინოსგან,
და რა თქმა უნდა თეთრი, პერანგისებრი კაბები Erdem-ისგან არის ის, რაც ნამდვილად უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მოდურ გოგონას.
4) ქურთუკები და მოსასხამები
ქურთუკები საყელოს გარეშე აქტუალური იქნება არა მხოლოდ გაზაფხულზე, არამედ შემოდგომაზეც.
გრძელი მოსასხამი გადასარევად შეავსებს ბევრ საზაფხულო “ლუქს”.
რა თქმა უნდა, “Bomber Jackets” !
მარიშა მინაზარიშვილი