ბავშვების მაშველი

ბლოგი

„National Geographic“-ის 2013 წლის დეკემბრის ნომერში, გამოქვეყნდა ნარკვევი სათაურით:  „ბავშვების მაშველი“.  ჟურნალი მთელი  წელი აქვეყნებს სტატიებს სახელწოდებით „რისკიანები“, სადაც მოთხრობილია იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც კვლევა-ძიებისთვის ხშირად სახიფათო ექსპერიმენტებზე მიდიან.

 ამ ნომრის გმირი ეთიოპიელი ლალეი ლაბუკოა. ქვემოთ მოყვანილია ცნობილი ჟურნალისტის მარკ სილვერის ინტერვიუ.

ლალეი ლაბუკომ საკუთარ თავზე ბევრი არაფერი იცის, არც დაბადების თარიღი.  ეთიოპიაში, ომოს ხეობაში მცხოვრები მისი ტომი ჩანაწერებს არ აკეთებს. სამაგიეროდ, კარგად იცის, რომ არ მოისვენებს, სანამ ბავშვთა ხოცვის შემზარავ ჩვეულებას წერტილს არ დაუსვამს. ამ წესის მიხედვით, ქორწინების გარეშე გაჩენილი, უხუცესების ნებართვის გარეშე დაბადებულები ან ისეთი ბავშვები, რომელთაც პირველად ზედა კბილები ამოსდის, დაწყევლილები არიან. ლაბუკომ 37 ბავშვი უკვე გადაარჩინა. ისინი კალიფორნიელი ფოტოგრაფისა და რეჟისორის – ჯონ როუს აშენებულ სახლში ცხოვრობენ. როუ ომოს ბავშვთა ორგანიზაციის თანადამფუძნებელია.

1481902_688377031196795_2080804147_n


– როდის შეიტყვეთ ამ ტრადიციის შესახებ?

– დაახლოებით 15 წლის ვიყავი. სოფლის უხუცესმა ატირებულ დედას ორი წლის ბავშვი წაართვა. ვერ მივხვდი, რა მოხდა. დედამ ამიხსნა, რომ, ტომის აზრით, ზოგი ბავშვი „მინგია“, რაც  „დაწყევლილს“ ნიშნავს.

– როგორ კლავენ ბავშვებს?

– ხანდახან მათ ბუჩქებში წყლისა და საკვების გარეშე ტოვებენ ან, უბრალოდ, კლდიდან აგდებენ.

– პირველად როდის გადაწყვიტეთ ზომების მიღება?

– 2008 წელს უხუცესებს ვუთხარი, თქვენ გგონიათ, რომ ამ დაწყევლილ ბავშვებს ავადმყოფობა და შიმშილი მოაქვთ. ეგებ მე დამითმოთ და წყევლა ჩემზე გადმოვიდეს-მეთქი? ზოგი დამთანხმდა, მოდი, ვცადოთო.

– რამდენად დიდი იყო რისკი?

– ხალხი მაფრთხილებდა, ერთ დღესაც ტომი შენც მოგკლავსო.

– როგორც ჩანს, არ დაუჯერეთ?

– არა. ჩემმა ტომმა (კარა), ბავშვების ხოცვა, როგორც იქნა, შეწყვიტა, მაგრამ ჰამერის ტომი კვლავ მისდევს ამ წესს. ძნელია, უძველესი კულტურის შეცვლა.

 

ნანუკა თხლაშიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები