ლევან ყიფიანის მილოცვა სტუდენტებს

სპორტი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განვლილი წლის ახალგაზრდული პროექტები შეაფასა და studinfo.ge-ს საშუალებით სრულიად საქართველოს ახალგაზრდებსა  და სტუდენტებს ახალი წელი მიულოცა.

„არასდროს ვიქნები კმაყოფილი შესრულებული საქმეებით, რადგან რასაც აკეთებ, გინდა, უფრო მეტი გააკეთო, 2013 წელს დადებითად შევაფასებ, ვიმედოვნებ, მომავალი წელი  უკეთესი იქნება, ახალი პროექტები იგეგმება. ყველაზე მნიშვნელოვანი, თავისუფლების სურნელია, რომელიც ქვეყანაში მოვიდა და ის დეპოლიტიზება, რომელიც სამინისტრომ ახალგაზრდული და სპორტული კუთხით განახორციელა, შედეგებზეც უნდა აისახოს.

სტუდენტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ახალგაზრდობაა საქართველოს მომავალი. ჩვენი ქვეყნის ყველა სტუდენტსა და ახალგაზრდას შობა-ახალ წელს ვულოცავ, 2014 წელი ჩვენი ქვეყნისა და ყველა მოქალაქისთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს. ყველას ჯანმრთელობას, სპორტულ შემართებასა და ახალგაზრდულ მხნეობას ვუსურვებ.“

ხატია ცარციძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები