ეროვნული ჩემპიონატის გადასარჩენად კლუბების წარმომადგენელები პრემიერ მინისტრს მიმართავენ

სპორტი

ჯერ კიდევ გაურკვეველია, 2014 წლიდან გაგრძელდება თუ არა ეროვნული ჩემპიონატი. კლუბებში ფინანსური პრომლემის გადასჭრელად 25 დეკემბერს, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ჩემპიონატის გუნდების წარმომადგენლები ერთმანეთს კიდევ შეხვდნენ.

რადგან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამ პრობლემას ვერ აგვარებს, კლუბების ხელმძღვანელებმა გაწაწყვიტეს, წერილობით პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიმართონ.

 მოლაპარაკების შემდეგ კლუბების წარმომადგენლებმა და ფედერაციის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთეს:

დიმიტრი სანაკოევი, (ცხინვალის „სპარტაკის“ პრეზიდენტი): „ქართულ ფეხბურთს უჭირს. ფედერაციის ხელმძღვანელობასთან რამდენიმე საკითხი გავიარეთ. სპორტის სამინისტროსთან ერთად ფეხბურთის განვითარების პროგრამა უნდა შეიქმნას, ეს საკითხი მთავრობამდე უნდა მივიტანოთ. მეორე საკითხი იყო თუ როგორ ჩავამთავროთ ეროვნული ჩემპიონატი . სპორტის მინისტრთან შესახვედრად ვემზადებით, რომ ერთად გავიაროთ, მთავრობის სხდომაზე გავიტანოთ, გავიგოთ რა შესაძებლობები არსებობს, რომ ჩემპიონატი ნორმალურად ჩავატაროთ.“

რომან ფიფია (თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი): „დროა ამ კინკლაობას ბოლო მოეღოს. ამ კვირაში, პარასკევს, სპორტის მინისტრს შევხდებით. უნდა გადაწყდეს საბოლოოდ ქართული ფეხბურთი გადარჩება თუ ჭაობში დარჩება. ჩემთვის სამინისტროს პოზიცია გაუგებარია. ამ კვირაში უნდა გადაწყდეს ქართული ფეხბურთისთვის ვინ არის საქმის გამკეთებელი. ჩვენ, კერძო მესაკუთრეებს, სურვილი გვაქვს, რომ მუნიციპალურ კლუბებს გვერდით დავუდგეთ. მე ვამბობ, რომ ყველა კლუბი სახელმწიფოსგან თანაბრად უნდა დაფინანსდეს. ეს კრიზისი თავის დროზე, გორის “დილასთვის” იმ 2 მილიონი ლარის მიცემამ გამოიწვია. ამიტომ დღეს, ვალდებულები არიან, ვინც „დილასთან“ ეს ნაბიჯი გადადგა, დანარჩენ გუნდებსაც დაეხმარონ.

ყოველწლიური დაფინანსება მილიონ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, ჩემი აზრით, კლუბები 2 მილიონი ლარით უნდა დაფინანსდნენ. ქართული ფეხბურთი ძალიან ცუდ სიტუაციაშია. შესაძლოა, კლუბების 70 პროცენტმა თამაში ვერ გააგრძელოს. მარტო „დინამო“ რას გააკეთებს, თუ „სიონი“, „ზუგდიდი“, „ტორპედო“ არ იქნება.

ლადო ბურდული (ბოლნისის „სიონის“ გენერალური დირექტორი და მთავარი მწვრთნელი): „ყველა გუნდში რთული სიტუაციაა. მინდა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს ავუხსნა რატომ ვიკრიბებით. ჩვენ თხოვნა გვაქვს და არა ულტიმატუმი თუ რატომ არის აუცილებელი დაფინანსება, რომ ქართული ფეხბურთი გადარჩეს. ერთი წლის განმავლობაში „სიონს“ ბიუჯეტი 2 მილიონი ლარი ჰქონდა. სხვა მუნიციპალიტეტების გუნდებს ზოგს უფრო მეტი, ზოგს – ნაკლები. ბოლნისი საფეხბურთო ქალაქია, გუდის დაფინანსება გულშემატკივრის მოთხოვნა იყო. ამიტომ ჩაიდო 2 მილიონი ლარი და თავადაც ხედავთ გუნდმა რა შედეგი აჩვენა. გაიჟღერა სიტყვებმა, რომ ყველაზე მეტს ის ყვირის, ვისაც უკეთესი დაფინანსება აქვსოო. მე მხოლოდ მწვრთნელი არ ვარ, საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი და მინდა ყველა გუნდს ერთნაირი დაფინანსება ჰქონდეს. დღესდღეობით, ორი გუნდია ვისაც კარგი პირობები აქვს – „დინამო“ და „ჩიხურა.“ ორგუნდიან ჩემპიონატი ხომ არ გვექნება? ამიტომაა საჭირო ყველასთვის თანაბრად გამოიყოს მინიმალური დაფინანსება, რადგან ფეხბურთელებმა ნორმალურად ივარჯიშონ და ელემენტარული პირობები ჰქონდეთ.

ზვიად სიჭინავა (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): „აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეხვედრა სპორტის მინისტრის განცხადებამ გამოიწვია. ფედერაცია ხელს ჩვენსკენ იშვერს და კლუბებს უშვებსო. ჩვენ არანაირ საბოტაჟზე არ მივდივართ და არავის არსად არ ვუშევბთ. 22 დეკემბერს, კლუბების წარმომადგენლების შხვედრა იყო, სადაც მე და გენერალური მდივანი დაგვპატიჟეს. როდესაც ვკითხე რა საკითხზე ხვდებოდნენ, მითხრეს, რომ სპორტის სამინისტროში წარსადგენად წერილს ამზადებდნენ. მე ვუთხარი თქვენ ყველას შეგიძლიათ ცალ-ცალკე მიმართოთ სამინისტროს. როცა გორის „დილამ“ 2 მილიონი ლარი მიიღო, სხვა კლუბებში წავიდა ტენდენცია, რომ გზებს გადავკეტავთ თუ ფულს ჩვენც არ მოგვცემენო. საბოტაჟი არ იქნება. კლუბებმა გლობალური მოთხოვნა უნდა ჩამოაყალიბონ და არა ის, რომ მილიონი მოგვეცით ჩემპიონატის ჩასატარებლადო. საუბარი უნდა იყოს სამწლიან პროექტზე. სახელმწიფომ გარკვეული ფული უნდა ჩადოს და კლუბს განვითარებაში დაეხმაროს, რათა 3 წლის შემდეგ, ყველა კლუბი კერძო გახდეს. ინვესტორი, რომელიც ხედავს, რომ სახელმწიფო ყოველ წელს მილიონს ან მილიონნახევარს ხარჯავს, ფულის დახარჯვის სურვილი თავადაც გაუჩნდება. უნდა ჩამოვაყალიბოთ სტაფი ეს თანხები როგორ განაწილდეს. თანხები 12 თვეზე უნდა იყოს გაწერილი.

როცა მინისრტმა კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქართული ფერხბურთის განვითრებისთვის ფულს 2015 წლის მერე ჩავდებთო, ერთი-ერთი კლუბის წარმოამდგენელმა თქვა, რომ თუ ეს საარჩევნოდ კეთდებაო, მაშინ რიგგარეშე არჩევნები ჩავატაროთო. არ ვიცი ეს საბოტაჟია, თუ რაა, ამაში არც ვერევი, მე 2014 წელი უნდა ჩავამთავრო. ქართულ ფეხბურთში ეს პრობლემები იყო და მანამდე იქნება, ვიდრე ყველას ერთნაირი სასტარტო პირობები არ ექნება. “დინამო” და “ზესტაფონი” რომ ამბობენ ჩვენს მიერ გადახდილი ფულით “ზუგდიდი” და “სიონი” რატომ უნდა ფინანსდებოდნენო? როგორც გულშემატკივარი ვეთანხმები ყველა გულდს ერთნაირი პირობები უნდა ქონდეს. სულ არის საუბარი სპორტის სამინისტროს მიერ ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსების პრობლემაზე. თუ სამინისტრო 100 ლარს მოგვცემს მადლობას ვეტყვით. თუ 100 მილიონ ლარს მოგვცემს ამ შეთმთხვევაშიც მადლობას ვეტყვით. თუ 0 ლარს მოგვცემს მაშინაც მადლობას ვეტყვით. 100 პროცენტით ფინანსურად სამინისტროზე მიბმულები არ ვართ, ეს არის სახელმწიფო პროგრამა, ნაკრების პროექტებში გვეხმარებიან და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით.“

ხატია ცარციძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები