2014 წლის კალენდარში თავმოყრილი ბუნებაში შექმნილი კრეატიული თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები

კულტურა

ალეტა ფლორენტინის მიერ „Amber Lotus Publishing“-ისათვის შექმნილ ახალ 2014 წლის კალენდარში თავმოყრილია ბუნებაში შექმნილი ხელოვნების რამდენიმე საუკეთესო ნიმუში. ეს შთამაგონებელი, თანამედროვე ხელოვნების სტილი მშვენივრად ერწყმის მის ბუნებრივ შემოგარენს, რაც მეტად საკვირველი და ხშირად მრავლისმეტყველიცაა. მათი შემქმნელები ზოგჯერ ადგილზე ნაპოვნ ტოტებს, ქვებსა თუ სხვა მასალებს უცვლიან ადგილს ისე, რომ არავითარ ზიანს არ აყენებენ მათ. ზოგჯერ კი, თავად ქმნიან ახალ პეიზაჟს სრულიად განსხვავებული მასალების გამოყენებით. თუმცა, მათი მიზანი ყოველთვის ერთია: შექმნან ისეთი ხელოვნება, რომელიც დაგვეხმარება ბუნებრივი სამყაროს შეცნობაში.

მაგალითად, მატილდე რასელის მიერ შექმნილი „ბალახის ცხოვრება“ , ნამუშევარი, რომელზეც ვხედავთ ბალახით დაფარულ ორ სკულპტურას. რასელი იკვლევს ციკლურ მეტამორფოზებს, რომლებიც გარდაქმნიან ორგანულ ნივთიერებებს, იქნება ეს მცენარე, ცხოველი თუ ადამიანი. იგი ამბობს: „დრო ცვლის ადამიანს, დაღად ტოვებს თავის კვალს მასზე და ქმნის ემოციების უხილავ არქივს, ჩვენი არსებობის უსიტყვო ისტორიას.“

„ბალახის ცხოვრება“

 1 

„მოუსმინეთ…“

2

„ჭია“

3

„მარტოსული ხე, მარტოსული ადამიანები…“

4

„წონასწორობა“

5

„ნაკადული“

6

„ორგანული ბილიკი“

7

Art-Eggcident“

8

„ანტიკური ენა“

9

„CD-ზღვა“

10

„ქაოსის შემდეგ“

11

„ნახატები თოვლში“

12

www.mymodernmet.com

თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები