ბრიტანეთის საუკეთესო 12 უნივერსიტეტი დასასაქმებლად

რეიტინგები

სტირლინგის უნივერსიტეტი

დასაქმებულ, ან სწავლის დამთავრებიდან ექვსი თვის შემდეგ სწავლის გამგრძელებელ სტუდენტთა რაოდენობა: 94.0%

სტირლინგის უნივერიტეტს უამრავი რეკომენდაცია გააჩნია – მისი სამართლის სკოლა განთავსებულია XVIII საუკუნის ერთერის სასახლეში. მასვე ეკუთვნის ცხრაორმოიანი გოლფის მოედანი, მაგრამ, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ სტუდენტთა 94.0% დასაქმებულია, ან კურსის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს.

ამ სიაში უნივერსიტეტთა თანრიგი დაცულია უმაღლეს განათლებათა სტატისტიკის სააგენტოს ცნობების მიხედვით. ინსტიტუტები, სადაც 1000 სტუდენზე ნაკლებია, ამ სიაში არ შედიან.

იორკის უნივერსიტეტი

დასაქმებულ ან სწავლის გამგრძელებელ სტუდენტთა რაოდენობა: 94.0%

ეს უნივერსიტეტი, როგორც რასსელ ჯგუფის მონაწილე, სტატისტიკური მონაცემებით ძალიან მაღალი ადგილი უკავია დასაქმებულ სტუდენტთა ჩანაწერებში.

ქანთერბურ ქრაისთ ჩარჩის უნივერსიტეტი

დასაქმებულ ან სწავლის გამგრძელებელ სტუდენტთა რაოდენობა: 94.1%

„ქანთერბურ ქრაისთ ჩარჩის“ უნივერსიტეტმა სრული უნივერსიტეტის სტატუსი 2005 წელს მიიღო, მაგრამ დაარსებულია 1962 წელს. დღეს ამ უნივერსიტეტში 10,000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ის დასაქმებულ სტუდენტთა 94.1%-ით ამაყობს.

 ბრისტოლის უნივერსიტეტი

დასაქმებულ, ან სწავლის გამგრძელებელ სტუდენტთა რაოდენობა: 94.3%

დაარსდა 1876 წელს და მის განკარგულებაში იყო სულ რაღაც შვიდი ლექტორი, მაგრამ იმდენად გაფართოვდა, რომ დღეს უკვე 25 აკადემიურ სკოლას განაგებს. გარდა ამისა, აქ სტუდენტთა 94.3%-ი დასაქმებულია.

დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი, ბრისტოლი

დასაქმებულ ან სწავლის გამგრძელებელ სტუდენტთა რაოდენობა: 94.4%

ინგლისის დასავლეთ მამულებში არაჩვეულებრივი ჰაერი უნდა იყოს. ამ უნივერსიტეტის 94.4% მუშაობს, ან აგრძელებს სწავლას.

კემბრიჯის უნივერსიტეტი

დასაქმებულ, ან სწავლის გამგრძელებელ სტუდენტთა რაოდენობა: 95.0%

შეიძლება უამრავ აკადემიას დაჰყურებს ზევიდან და მსოფლიო დონის გამოკვლევებიც გააჩნია, მაგრამ კემბრიჯის უნვიერსიტეტი, დასაქმების პერსპექტივით საპატიო მეშვიდე ადგილს უნდა დასჯერდეს. აქ კურსდამთავრებულთა 95.0% შოულობს სამსახურს, ან აგრძელებს სწავლას.

ქარდიფ მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი

დასაქმებულ, ან სწავლის გამგრძელებელ სტუდენტთა რაოდენობა: 95.0%

ცოტა ხნის წინ გამოეყო ვეილსის უნივერსიტეტთა ოჯახს, მაგრამ „ქარდიფ მეტროპოლიტენის“ უნივერსიტეტი თავს იწონებს დასაქმებულთა 95.0%-ით.

ნიუ ქასტლის უნივერსიტეტი

დასაქმებულ, ან სწავლის გამგრძელებელ სტუდენტთა რაოდენობა: 95.4%

მხოლოდ სამეფო კარის მონარქები კი არ სარგებლობენ პრინცესა იუჯინის ალმა მატერში სწავლით – 95.4% პირდაპირ მუშაობას იწყებს, ან აგრძელებს სწავლას.

ნორთჰემპტონის უნივერსიტეტი

დასაქმებულ ან სწავლის გამგრძელებელ სტუდენტთა რაოდენობა: 95.6%

როცა 2005 წელს უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო, „ნორთჰემპტონმა“ ტექნიკური კოლეჯის ცხოვრება დაიწყო. მან შესანიშნავად შეინარჩუნა თავისი პროფესიული ორიენტაცია დასაქმებულთა და სწავლის გამგრძელებელთა 95.6%-ით.

გლაზგოს შოტლანდიური უნივერსიტეტი

დასაქმებულ, ან სწავლის გამგრძელებელ სტუდენტთა რაოდენობა: 96.1%

ესეც ღრმად პროფესიული ორიენტაციის, გლაზგოს შოტლანდიური, ნაწილობრივ გლაზგოს პოლიტექნიკური იყო. ლონდონში ახალი კამპუსით მან  უკვე მთელს ქალაქს აჩვენა თავისი შედეგები დასაქმებაში და გეგმავს, რომ ნიუ იორკშიც გაიდგას ფეხი 2013 წელს.

დერბის უნივერსიტეტი

დასაქმებულ, ან სწავლის გამგრძელებელ სტუდენტთა რაოდენობა: 96.1%

ისეთი ცნობილი კურსებით, როგორებიც საერთაშორისო ტურიზმის მენეჯმენტი და ღია ღონისძიებების ლიდერობაა, „დერბი“ დარწმუნებულია, რომ მისი კურსდამთავრებულები მზად არიან საქვეყნო საქმე აკეთონ.

რობერტ გორდონის უნივერსიტეტი

დასაქმებულ, ან სწავლის გამგრძელებელ სტუდენტთა რაოდენობა: 97.6%

უკვე მიყოლებით მეორე წელია, რაც გორდონის უნივერსიტეტი ჩვენს რეიტინგებს არაფრად აგდებს. ეს უნივერსიტეტი აბერდინში დაარსდა და ძალიან გამჭვირვალე ჩანაწერები აქვს დასაქმების შესახებ. სტუდენტთა 97.6% იწყებს სამასხურს, ან აგრძელებს სწავლას.

telegraph.co.uk – ის მიხედვით მოამზადა
მირიან რჩეულიშვილმა 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები