აღფრთოვანებული მაყურებელი დიდხანს იდგა ფეხზე და მქუხარე ტაშს უკრავდა ქართველ ვირტუოზს, რომელმაც 10 დეკემბერს რუსთველის თეატრში მისულ მსმენელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა.
კომპანია „სილქნეტის“ თანადგომით, 10 დეკემბერს, თბილისში, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში, ბექა გოჩიაშვილსა და ჯგუფ „Beka & Logic Project“-ის პირველი ალბომის – „Chillin’ In Batumi“-ის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა. ალბომის შექმნის იდეა ბათუმში გაჩნდა და ნიუ ორკში ჩაიწერა.
ჯგუფ „Beka & Logic Project“-ის ლიდერია ბექა გოჩიაშვილი (აკუსტიკური როიალი და ელექტრო-პიანინო) და მის შემადგენლობაში წარმოდგენილნი არიან მსოფლიოში სახელგანთქმული და ჯაზის საუკეთესოდ აღიარებულ ფესტივალებში რეგულარულად მონაწილე მუსიკოსები დიჯეი ლოჯიქი (ელექტრონული მაგიდა და მიქსერი), ჯეიმს ჰარტი (ელექტრო-პიანინო), ლამონტ მაკეინი (ელექტრო-ბას გიტარა), ჯალილ შო (ალტო-საქსაფონი. დასარტყამი ინსტრუმენტები) და ჯაზის საუკეთესო ათ ვოკალისტთა რიცხვში შემავალი მუსიკოსი რენე ნეუფილვი.
ბენდი საგანგებოდ ესტუმრა თბილისს. ქართველ მუსიკოსთან ერთად მათ ახალი ალბომიდან სხვადასხვა კომპოზიცია შეასრულეს.
კონცერტის დასრულების შემდეგ ბექა გოჩიაშილმა საკუთარი ემოციების შესახებ ჩვენთან ისაუბრა:
„მიხარია, რომ დღვანდელმა დღემ წარმატებით ჩაიარა. იშვიათია, როცა მუსიკოსისა და მსმენელის თანხვედრა ხდება. დღეს ეს თანხვედრა შედგა. მადლობა ბენდის წევრებს ჩამობრძანებისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა აქ მოსულ მსმენელს. დღეს ჩემი მოლოდინი გამართლდა.“
„Chillin’ In Batumi“, ალბომის ციფრული ვერსია, იყიდება 2013 წლიდან ინტერნეტ-მაღაზიებში. ფიზიკური ვერსია გაიყიდა თბილისში მისი პრეზენტაციისას. მომავალი წლიდან დაგეგმილია ალბომის საკონცერტო წარდგენები ევროპის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე.
ფოტოგრაფი – ვახტანგ ხეთაგური