ლექცია არქეომაგნეტიზმზე

შემეცნება

იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, არქეომაგნიტური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა დოქტორმა – კლაუდია პრინჩიპემ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: Archaoeomagnetism as a tool for dating ancient archaeological fiery structures.

ლექცია ინგლისურენოვანი იყო, ძირითად დამსწრე საზოგადოებას არქეოლოგიის დოქტორანტები და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები წარმოადგენდნენ. დოქტორმა კლაუდიამ დეტალურად წარმოადგინა დედამიწის მაგნიტური ველის კვლევების შედეგად შემუშავებული თანამედროვე მეთოდები, მათი მნიშვნელობა და გამოყენების თავისებურებანი წარსულის კვლევის უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო დისციპლინაში – არქეოლოგიაში. ღონისძიების ორგანიზატორი თსუ დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაცია გახლდათ. ასოციაციის წარმოამდგენლის ქ-ნი მარეხ დევიძის განცხადებით მსგავსი ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება, ამისათვის ასოციაცია აქტიურად მუშაობს სხვადასხვა უცხოელ მკვლევართან და პროფესორთან.

არქეომაგნეტიზმი (1)
არქეომაგნეტიზმი (5)
არქეომაგნეტიზმი (4)

გიორგი ცინაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები