„ნიღბები 2013“ დასრულდა, „წლის აღმოჩენა“ გამოვლინდა

ივენთი

1458667_641062089270802_1672423849_n

5 დეკემბერს, თიბისი გალერეაში მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალის – ნიღაბი-2013-ის  საზეიმო დახურვა გაიმართა. ფესტივალი 26 ნოემბერს გაიხსნა და მასში მონაწელეობა 9 სხვადასხვა უნივერსიტეტის დასმა მიიღო, აქენად 1 თურქული და 1 აზერბაიჯანული დასი გახლდათ. სტუდენტური დასის წევრები სხვადასხვა ნომინაციისთვის დაჯილდოვდნენ. მთავარ ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“ – გამარჯვებული გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნიერსიტეტის დასის წარმომადგენელი მიხეილ კოხოძე გახდა.

1457705_641061952604149_1864923464_n

წლევანდელი ფესტივალის შსახებ ჩვენთან ჟიურის წევრმა ჯაბა პაპუაშვილმა ისაუბრა:

„მადლობა სტუდენტებს თეატრის მიმართ ასეთი სიყვარულისთვი . რამდენიმე ახალგაზრდა ვიხილე, ვინც, ვფიქრობ, ამ პროფესიას უნდა გაჰყვეს. მოხარული ვარ, რომ „ნიღბები 2013“  შედგა, ასეთი ფესტივალების ჩატარება ხელს უწყობს თეატრის განვითარებას.“

ნიღბები 2013 წელს მეორედ ჩატარდა და, როგორც ფესტივალის დამფუძნებელმა და ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლუკა ქიქავამ გვითხრა,  ის სისტემატურ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

„ფესტივალი შარშან იყო, წელსაც გაიმართა და იგეგმება, ყოელწლიურად გაიმათოს. „ნიღბები 2013“-მა წარმატებულად ჩაიარა, საკმაოდ კარგი სპექტაკლები ვიხილეთ, ჟიური კმაყოფილია. შარშან 6 უნივერსიტეტი მონაწილეობდა, წელს 9 სპექტაკლი ვიხილეთ, ამათგან 2 უცხოური დასის – აზებაიჯინისა და თურქეთის.“

„ნიღბები 2013“ საზეომო დახურვის ცერემონიალით დასრულდა და მაყურებელს 1 წლით დაემშვიდობა.

ხატია ცარციძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები