ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის უახლესი ქართული ლიტერატურის დეპარტამენტის ინიციატივით, 2013 წლის 6 დეკემბერს კონსტანტინე გამსახურდიას 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია გაიმართება.
წარმოდგენილი მოხსენებები უნდა ეხებოდეს კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროს (მხატვრული შემოქმედება, ცხოვრება, საზოგადოებრივი ასპარეზი, სალიტერატურო კრიტიკა და ა.შ.), აგრეთვე, მწერლის მოღვაწეობის ხანას – მის ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ თავისებურებებს.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2013 წლის 20 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) ან მასალები (არაუმეტეს 1500 სიტყვისა) მოხსენებისათვის მისამართზე: [email protected]
საორგანიზაციო კომიტეტში შეირჩევა წარმოდგენილი მოხსენებები, კომისის გადაწყვეტილება ავტორებისთვის ცნობილი იქნება საინფორმაციო წერილით. კონფერენციის პროგრამა დაიბეჭდება.
მასალების გაფორმების წესი:
მომხსენებლის გვარი, სახელი;
სასწავლო სტატუსი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური) ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
ტექსტის ენა – ქართული.
პროფესორი თამარ პაიჭაძე 599 184603
პროფესორი კახაბერ ლორია 577575455
ანა ნადირაძე