წლის ყველაზე „ვირუსი“ რეკლამები

ბლოგი

2013 წლის ყველაზე პოპულარული 13 სარეკლამო რგოლი

შედეგები შეაჯამა ამერიკულმა ჟურნალმა „Adweek“-მა. მან დაასახელა ოცი საუკეთესო სარეკლამო რგოლი, რომლებსაც ყველაზე მეტი მაყურებელი და გამზიარებელი ყავდა. რეიტინგი ამერიკულია. ამიტომაც უპირატესობა ამერიკული ბაზრისთვის გაკეთებულ რეკლამებს მიენიჭათ.

AdMe.ru არჩევს 13 რგოლს, რომლებიც ჩვენი მკითხველებისთვის იქნება გასაგები და საინტერესო.

წელს პირველი ვირუსი იყო „Dove“. მას თითქმის 60-მა მილიონმა მომხმარებელმა უყურა, ხოლო ქსელში 4 მილიონზე მეტმა გააზიარა.

რეკლამაში მონაწილეობდა ყოფილი სასამართლოს მხატვარი, რომელიც დახელოვნებულია ძებნილ დამნაშავეთა ფოტო-რობოტების შექმნაში. მან დახატა რამდენიმე ქალი, რომლებიც ფარდის მიღმა ისხდნენ. ჯერ თვითონ აღწერდნენ საკუთარ გარეგნობას, შემდეგ კი სხვები მის მაგივრად. ისინი მხოლოდ მოგვიანებით მიხვდნენ, რომ საკუთარი ფოტო-რობოტების შექმნას უწყობდნენ ხელს.

[jwplayer mediaid=”8059″]გასაოცარი განსხვავება აღმოჩნდა ნახატებს შორის. ქალების გულწრფელ გაოგნებაზე მათი ცრემლები მიუთითებდა.

[jwplayer mediaid=”8057″]ფილმ „ტელეკინეზის“ პოპულარიზაციისთვის ნიუ-იორკის კაფეში შემზარავი ხუმრობა მოაწყვეს.

[jwplayer mediaid=”8060″]რეკლამამ „Baby & Me“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდობა „Evian“-ისთვის  უნივერსალური და პოზიტიური ფასეულობაა, რომელიც ყოველ ჩვენგანშია, განურჩევლად ასაკისა.

[jwplayer mediaid=”8061″]ამ რეკლამაზე შეიძლება ითქვას ვირუსიაო, მაგრამ ბევრს არავის უანხავს. თურქული ნაყინი „Cornetto“-ს რეკლამა მსოფლიო სარეკლამო საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. მან მხოლოდ თურქეთში შეძლო 26 მილიონი ნახვის მოგროვება.

[jwplayer mediaid=”8062″]რუსული ჯგუფის „Biting Elbows“ მუსიკალური ვიდეო წუთიერად გახდა იუთუბის ჰიტი. რგოლი გაჯერებულია დაძაბულობით – სისხლით, დევნითა და ნგრევით.

[jwplayer mediaid=”8063″]ლუდი „Budweiser“-ის რეკლამა ნამდვილი სიყვარულისა და მეგობრობის ისტორიას გვიყვება ცხენსა და ადამიანზე.

[jwplayer mediaid=”8064″]ამერიკელი ავტომრბოლელი ჯეფ გორდონი შეინიღბა, პეპსის ქილაში ჩაამონტაჟა კამერა და ავტოსალონის მენეჯერი გააშაყირა – სუპერ ექსტრემალური „ტესტ დრაივი“ მოუწყო.

[jwplayer mediaid=”8065″]ეს უკვე რეკლამა აღარაა. ეს მთელი ფილმია. და თანაც რა მაგარი! და… ახლა კი თქვენ იტირებთ.

[jwplayer mediaid=”8066″]ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ კაცობრიობისადმი რწმენას დაიბრუნებთ. უბრალო მეხანძრემ, კოლი კალანიკმა, აალებული შენობიდან პატარა ფისუნია გამოიყვანა. ამ გმირულმა საქციელმა შთაბეჭდილება მოახდინა „GoPro“-ს კამერაზე.

[jwplayer mediaid=”8067″]ჟან-კლოდ ვანდამმა თავისი ცნობილი ხეზი (ე.წ „შპაგატი“) გააკეთა „Volvo“-ს მოძრავ სატვირთო ავტომობილებზე.

[jwplayer mediaid=”8068″]სავაჭრო ქსელმა „Kmart“-მა ნათლად დაგვანახა, თუ როგორ აწკრიალდებიან ბიჭების ზარები თუ ისინი „Joe Boxer“-ის განიერ ტრუსებს ჩაიცმევენ.

[jwplayer mediaid=”8069″]შოტლანდიური პონი ყველაზე პატარა და საყვარელი ჯიშია მსოფლიოში – მედიდური თავითა და  ლამაზი ძუით. სიმაღლეში 100 სმ-ია. ბრიტანელი ოპერატორის რგოლში ეს საყვარელი არსება ჯგუფ „Fleetwood Mac“-ის კომპოზიცია „everywhere“-ის თანხლებით ცეკვავს.

[jwplayer mediaid=”8070″]გაი რიჩის გადაღებულ რგოლში დევიდ ბექემი მამაკაცის საცვლების საკუთარ ბრენდს უწევს რეკლამას, სადაც წუთ-ნახევარი ტრუსიკის ამარა დარბის.

 

adme.ru-ის მიხედვით მოამზადა 
მირიან რჩეულიშვილმა

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები